ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საგამოცდო ნაშრომის შემფასებელი კომისიის შექმნის შესახებ სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის ასოცირებული პროფესორის ლია წულაძის 2019 წლის 12 თებერვლის, #2282/30 განცხადების საფუძელზე ვბრძანებ: 1) შეიქმნას საგამოცდო ნაშრომის შემფასებელი კომისია სტუდენტ ელიზაბეტი ფორჩხიძის (სოციოლოგია, მე-3 სემესტრი) საგამოცდო ნაშრომის შეფასებლად საგანში „თვისებრივი სოციოლოგიური კვლევის მეთოდები“ შემდეგი შემადგენლობით: 1. ვალერიან მელიქიძე - ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე სასწავლო სფეროში, კომისიის თავმჯდომარე; 2. თეონა მატარაძე - ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი; 3. იაგო კაჭკაჭიშვილი - პროფესორი, 4. მარინე ბურძენიძე - ასოცირებული პროფესორი. 2) საგამოცდო ნაშრომის შემფასებელმა კომისიამ სტუდენტის ნაშრომი შეაფასოს ბრძანების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში 3) ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაიტერესებული პირთათვის ბრძანების გაცნობა. 4) ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.