ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლის გარეშე სწავლის თაობაზე (უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის/საქართველოს მოქალაქეთათვის, რომელთაც განათლება მიიღეს საზღვარგარეთ)
ჩარიცხვის პროცედურა:
1.აპლიკაცია: აპლიკანტმა უნდა გააკეთოს განაცხადი საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ და წარადგინოს დოკუმენტები.
2.დოკუმენტების მიმოხილვა/გამოცდა: ფაკულტეტის მოთხოვნის შესაბამისად, აპლიკანტს ენიშნება გასაუბრება ან გამოცდა. ინგლისურენოვან პროგრამაზე ჩასარიცხად აუცილებელია ენის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარდგენა.
3.თანხმობის წერილი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გასცემს რექტორის წერილობით თანხმობას აპლიკანტის ჩარიცხვის შესახებ, რომელიც პირმა უნდა წარადგინოს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (მის.: ალექსიძის №1).
4.დოკუმენტების აღიარება: უცხო ქვეყანაში მიღბული განათლების აღიარების შემთხვევაში, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, აღიარების შესახებ დასკვნას გზავნის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში.
5.ჩარიცხვა: საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, აპლიკანტი აფორმებს ხელშეკრულებას თსუ-სთან, ხოლო უნივერსიტეტი გამოსცემს ბრძანებას აპლიკანტის ჩარიცხვის შესახებ.
ჩარიცხვის უფლება და საჭირო დოკუმენტები:
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე:
1.ჩარიცხვის უფლება აქვთ:
- უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირების, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ექვივალენტური განათლება;
- უცხო ქვეყნის მოქალაქეების, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
- საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში არანაკლებ 75 დღისა, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
2.საჭირო დოკუმენტები:
- მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
- უცხო ქვეყანაში მიღებული სრული ზოგადი ან მისი ექვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
- უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული შეფასებების და კრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი პირებისათვის, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უსდ-ში.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის:
ჩარიცხვის უფლება აქვთ:
- მაგისტრანტობის კანდიდატებს, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- მაგისტრანტობის კანდიდატებს, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე შესაბამისად.
- უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;
- საქართველოს მოქალაქეებს რომლებმაც უცხო ქვეყანაში ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში არანაკლებ 75 დღისა, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;
- საჭირო დოკუმენტები:
- მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
- უცხო ქვეყანაში მიღებული უმაღლესი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
- უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული შეფასებების და კრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი პირებისათვის, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უსდ-ში.
უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტები უნდა იყოს თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.
დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: academicaffairs@tsu.ge.
ა) უცხოენოვანი პროგრამები და საფასურები
ბ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტები