- საერთაშორისო ურთიერთობები
- პარტნიორი უნივერსიტეტები
- საერთაშორისო პროფილი
- საერთაშორისო პარტნიორები და წევრობა
- საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი
- თსუ-ს საერთაშორისო პროექტები
- გაცვლითი სტუდენტები თსუ-ში
- გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისა და პერსონალისთვის
- სიახლეები
- მიმდინარე კონკურსები
- საკონტაქტო ინფორმაცია
- გვერდის რუკა
უცხოეთში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში დაგროვილი კრედიტების აღიარება
თსუ-ს პარტნიორ უნივერსიტეტში (უცხოეთის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლის დასრულების შემდეგ, თსუ-ს გაცვლითმა სტუდენტმა დაგროვილი კრედიტების აღიარებისთვის უნდა გაიაროს შემდეგი პროცედურები:
- გაცვლითი პროგრამის დასრულების შემდეგ, თსუ-ს პარტნიორი უნივერსიტეტი გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტის სახელზე გაცემს ნიშნების ამონაწერს. აღნიშნული დოკუმენტი სტუდენტს ეგზავნება საერთაშორისო ფოსტით/ან ელექტრონულად.
- ნიშნების ამონაწერის მიღებისთანავე, სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს თსუ-ში მშობლიური ფაკულტეტის დეკანს სტუდენტის სტატუსის აღდგენისა და უცხოეთის უსდ–ში დაგროვილი კრედიტების აღიარების მოთხოვნით. სტუდენტმა განცხადებას თან უნდა დაურთოს ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ნიშნების ამონაწერი.
- ფაკულტეტის დეკანის სახელზე განაცხადის გაკეთების პარალელურად, სტუდენტმა უნდა მიმართოს სსიპ „განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს“ უცხოეთში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების აღიარების მოთხოვნით.
უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება
დეტალური ინფორმაცია: