- საერთაშორისო ურთიერთობები
- პარტნიორი უნივერსიტეტები
- საერთაშორისო პროფილი
- საერთაშორისო პარტნიორები და წევრობა
- საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი
- თსუ-ს საერთაშორისო პროექტები
- გაცვლითი სტუდენტები თსუ-ში
- გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისა და პერსონალისთვის
- სიახლეები
- მიმდინარე კონკურსები
- საკონტაქტო ინფორმაცია
- გვერდის რუკა
საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) სარგებლობს სხვადასხვა საერთაშორისო ასოციაციისა და ქსელის წევრის სტატუსით, რაც იძლევა უნივერსიტეტის სისტემური განვითარების პოლიტიკის შემუშავებისა და უმაღლესი განათლების საერთაშორისო არენაზე ადგილის დამკვიდრების შესაძლებლობას. ამ სახის საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა ხელს უწყობს აკადემიური და ინტერკულტურული ურთიერთობების განვითარებას მასში გაწევრიანებულ უნივერსიტეტებს შორის და ამასთანავე წარმოადგენს მნიშვნელოვან პლათფორმას ახალი პარტნიორი ინსტიტუციების მოძიების თვალსაზრისით.
საერთაშორისო საგანმანათლებლო ასოციაციები და ქსელები ითავსებენ კომუნიკაციის ეფექტურად წარმოების ფუნქციას, რათა წევრ უნივერსიტეტებს შორის უწყვეტად გაზიარებულ იქნას უმაღლესი განათლების სფეროში არსებული თანამედროვე გამოწვევების, უახლესი ტენდენციების, გაცვლითი პროგრამებისა და დაგეგმილი საერთაშორისო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია.
თსუ გაწვერიანებულია შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებში:
შავი ზღვის უნივერსიტეტების ქსელი
კომპოსტელას უნივერსიტეტების ჯგუფი
Compostela Group of Universities
ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო
Agence universitaire de la Francophonie
უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია
International Association of Universities
ევროპული უნივერსიტეტების ასოციაცია
European University Association
ევრაზიული უნივერსიტეტების კავშირი