Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

“რა? სად? როდის?” პროფესიული სტუდენტებისთვის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ორგანიზებით პროფესიული სტუდენტებისთვის ინტელექტუალური თამაში ”რა? სად? როდის?” გაიმართა.

 

თამაშის პირველი ეტაპი პროექტის  „ვისწავლოთ, დავმეგობრდეთ და აღმოვაჩინოთ საქართველო - ექსტრაკურიკულური აქტივობები მდგრადი მომავლისთვის“ ფარგლებში ჩატარდა.

 

ინტელექტუალურ მარათონში, რომელსაც საქართველოს ინტელექტ-კლუბის “რა? სად? როდის?” წევრები ირაკლი ვეშაგურიძე და ვალერი მინდელი უძღვებოდნენ,  6 გუნდი - “შავი ყუთი”, “სიცოცხლის არქიტექტორები”, “ბალანსის ჯადოქრები”, “ფრონტი”, “veritas” და “ლირილა ლარილა” მონაწილეობდა.

 

3 გამარჯვებული გუნდი “ფრონტი”, “ბალანსის ჯადოქრები” და  “veritas” მომდევნო ეტაპზე გადავიდა და გამარჯვებისთვის ბრძოლას 20 მაისს ქუთაისში გააგრძელებს.

 

პროექტი „ვისწავლოთ, დავმეგობრდეთ და აღმოვაჩინოთ საქართველო - ექსტრაკურიკულური აქტივობები მდგრადი მომავლისთვის“, რომელიც პროფესიული უნარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება, რამდენიმე აქტივობას მოიცავს და პროფესიული სტუდენტების პროფესიული ცოდნის გასაღრმავებლად ექსტრაკურიკულური აქტივობებში და შემეცნებით-კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობას ითვალისწინებს.