ესტონეთის ვალგამაას პროფესიული განათლების ცენტრის დელეგაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრს ეწვია თბილისსა და ქუთაისში.
ვალგამაას პროფესიული მომზადების ცენტრის დელეგაციასთან შეხვედრას ცენტრის ხელმძღვანელი ლევან წიქარიძე, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.
ვიზიტისას მხარეებმა სამომავლო თანამშომლობის გეგმების, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების, ადმინისტრაციული პერსონალის, მასწავლებლებისა და პროფესიული სტუდენტების მობილობის, ერთობლივი პროექტების განხორციელების შესახებ იმსჯელეს.
ესტონეთის დელეგაციას ვალგამაას პროფესიული მომზადების ცენტრის დირექტორი მარგუს ოჯაოცი, ვალგას გიმნაზიის დირექტორი ენდრიუ მურუმა და საავტომობილო სფეროს ხელმძღვანელი მასწავლებელი სიიმ ვილემსონი წარმოადგენენ.