Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესიული განათლების II კონფერენცია ,,პროფესიული განათლება საქართველოში: შესაძლებლობები და გამოწვევები“

2025 წლის    20-21 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ორგანიზებით პროფესიული განათლების  II კონფერენცია ,,პროფესიული განათლება საქართველოში: შესაძლებლობები და გამოწვევები“  გაიმართება. კონფერენცია ყოველწლიურია და მისი მიზანია პროფესიული განათლების მნიშვნელობის, გამოწვევების, სიახლეების, კარიერული განვითარების შესაძლებლობების შესახებ მსჯელობა.

 

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ პროფესიულ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, პროფესიულ მასწავლებლებს, ადმინისტრაციულ პერსონალს სხვადასხვა პროფესიული განათლების სასწავლებლებიდან, პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს.

 

კონფერენციაში მონაწილეობისთვის მოხსენებები  2025 წლის 1 აპრილიდან 31 მაისამდე უნდა გაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: tsuvetconference@tsu.ge  (წერილში მიუთითეთ  თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია).

 

კონფერენციაში  მონაწილე სტუდენტების ნაშრომებს უნდა ახლდეს ხელმძღვანელის რეკომენდაცია.

 

კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

 

კონფერენციის სამუშაო ენა - ქართული

პრეზენტაციის წარდგენის დრო- 7- 10 წუთი

კითხვა-პასუხი - 5 წუთი

ნაშრომის გაფორმება:

 

►სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატზე ტექსტურ რედაქტორ Word-ში;

►არეები: ზედა – 20 მმ; მარცხენა – 20მმ; მარჯვენა -20 მმ; ქვედა - 20მმ;

►შრიფტი, Sylfaen 12, სტრიქონებს შორის მანძილი 1.5Pt;

►სტატიაში ფორმულები აკრეფილი უნდა იყოს ფორმულების რედაქტორ Equation-ში;

►ნახაზები და საილუსტრაციო მასალები ტექსტში ჩასმული უნდა იყოს JPEG ან BMP ფორმატით;

►პირველ სტრიქონზე უნდა დაიბეჭდოს სტატიის სათაური (12Pt, Bold);

►სტრიქონის გამოტოვებით - ავტორ(ებ)ის გვარი და სახელი (12Pt, Bold), აკადემიური ხარისხი და თანამდებობა.

►სტრიქონის გამოტოვებით - სტატიის მოკლე ანოტაცია (10 Pt, დახრილი შრიფტით, არაუმეტეს 150 სიტყვა);

►სტრიქონის გამოტოვებით, საკვანძო სიტყვები ( მაქსიმუმ 5);

►სტატიის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10 გვერდს

 

ნაშრომის სტრუქტურა:

►ანოტაცია

►შესავალი

►ტექსტის ძირითადი ნაწილი

►დასკვნები და რეკომენდაციები

►გამოყენებული ლიტერატურა

►მოხსენება მომზადებული უნდა იყოს PowerPoint ფორმატში (არაუმეტეს 15 სლაიდისა).

 

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი:

 

ლევან წიქარიძე - თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრის  ხელმძღვანელი

ინეზა ვაწაძე - თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე

მურთაზ სვანიძე -თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ზრდასრულთა განათლებისა და პროფესიული პროგრამების ადმინისტრატორი

ხათუნა ჭეიშვილი - თსუ პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტთა პირადი საქმის მწარმოებელი მენეჯერი

ნანა მამაგულიშვილი - თსუ პროფესიული განათლების ცენტრის კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში

ნათია ლაღაძე - პროფესიული ორიენტაციის და კარიერული დაგეგმვის მენეჯერი

 

 

შესარჩევი კომისია

სოფიო კაკაურიძე- თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხარისხის  უზრუნველყოფის მენეჯერი

ნატო კაკაშვილი -პროფესიული პროგრამის „საბაჟო საქმე“ (თბილისი) ხელმძღვანელი

ხათუნა ბარბაქაძე -პროფესიული პროგრამის „საფინანსო სერვისები“ (თბილისი) ხელმძღვანელი

ნინო ჩავლეშვილი - პროფესიული პროგრამის „ბუღალტრული აღრიცხვა“ (თბილისი) ხელმძღვანელი

ქრისტინე ჩიხლაძე - პროფესიული პროგრამის „სკოლამდელი აღზრდა“ (თბილისი) ხელმძღვანელი

ალექსანდრე კეკენაძე - პროფესიული პროგრამის „Front end დეველოპმენტი“ (თბილისი) ხელმძღვანელი

ზურაბ გაიპარაშვილი - პროფესიული პროგრამის „საბიბლიოთეკო საქმე“ (თბილისი) ხელმძღვანელი

ნონა გოშაძე - პროფესიული პროგრამის „საექთნო განათლება“ (თბილისი) ხელმძღვანელი

ზვიად ბეშკენაძე- თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხარისხის  უზრუნველყოფის მენეჯერი

ლაშა ჩაკვეტაძე- -პროფესიული პროგრამების „საბაჟო საქმე“ და „ტვირთების ექსპედირება“ (ქუთაისი) ხელმძღვანელი

ნინო მამრიკიშვილი -პროფესიული პროგრამის „სკოლამდელი აღზრდა“ (ქუთაისი) ხელმძღვანელი

ინგა ჩირგვილაძე -პროფესიული პროგრამის „საექთნო განათლება“ (ქუთაისი) ხელმძღვანელი

დავით კბილაშვილი - პროფესიული პროგრამის „საწყობის ოპერირება“ (ქუთაისი) ხელმძღვანელი

ზეინაბ ახალაძე -პროფესიული პროგრამის „ბუღალტრული აღრიცხვა“ (ქუთაისი) ხელმძღვანელი

ეკატერინე ბარაბაძე - პროფესიული პროგრამის „საბიბლიოთეკო საქმე“ (ქუთაისი) ხელმძღვანელი

ხათუნა ტყეშელაშვილი --პროფესიული პროგრამის „საფინანსო სერვისები“ (ქუთაისი) ხელმძღვანელი

ნიკოლოზ ქობულაძე -პროფესიული პროგრამის „Front end დეველოპმენტი“ (ქუთაისი) ხელმძღვანელი

 

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია თსუ პროფესიული სტუდენტის ელენე ნინო მაისურაძის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

 

კონფერენციის მეორე დღეს მონაწილეთათვის იგეგმება  ექსკურსია კახეთში. ექსკურსიის ფარგლებში დაგეგმილია სტუმრობა ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლ  - გრემის კომპლექსში და საქველმოქმედო ვიზიტი სოციალურ საწარმოში ,,თემი“ სოფელ გრემში.  მასწავლებლებისა და  სტუდენტების მიერ შეგროვებული ტანსაცმელი, სათამაშოები, სურსათი და ტკბილეული   გადაეცემათ სოციალური საწარმოს ბენეფიციარებს.