Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მასტერკლასი კარიერული განვითარებისთვის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტებისთვის CV-ის და სამოტივაციო წერილის მომზადების მასტერკლასი გაიმართა.

 

მასტერკლასი, რომელსაც თსუ სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი გრიგოლაშვილი და ცენტრის მთავარი სპეციალისტი, კარიერის კონსულტანტი ელენე ბებერაშვილი უძღვებოდნენ, სტუდენტების კარიერულ განვითარებას და დასაქმების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.

 

შეხვედრის ფარგლებში პროფესიულ სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ კარიერის დაგეგმვის თანამედროვე კონცეფციებს, შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და დასაქმების შესაძლებლობებს. მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია წარმატებული კარიერისთვის აუცილებელი უნარების შესახებ.

 

მასტერკლასი ინტერაქტიულ ფორმატში ჩატარდა. სტუდენტებმა პრაქტიკულად ისწავლეს, როგორ უნდა მოამზადონ ეფექტური CV და სამოტივაციო წერილი, განიხილეს რეალური მაგალითები და მიიღეს რეკომენდაციები, რომლებიც მათ დამსაქმებელთან კომუნიკაციასა და გასაუბრებაზე საკუთარი უნარების უკეთ წარმოჩენაში დაეხმარებათ.

 

ღონისძიების მონაწილეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია ეფექტური გასაუბრების ტექნიკებზე და იმ ძირითად შეცდომებზე, რომლებიც ხშირად გვხვდება სამუშაოზე მიღების პროცესში.

 

მასტერკლასის დასრულების შემდეგ  თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან წიქარიძემ და თსუ სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი გრიგოლაშვილმა ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადასცეს.