Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გუნდი “ფრონტი” - ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებულები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ორგანიზებით  ინტელექტუალური თამაშის ”რა? სად? როდის?”  ფინალური შეხვედრა ქუთაისში პროფესიული სტუდენტების გუნდის “ფრონტი” გამარჯვებით დასრულდა.

 

თამაშში, რომელიც პროექტის „ვისწავლოთ, დავმეგობრდეთ და აღმოვაჩინოთ საქართველო - ექსტრაკურიკულური აქტივობები მდგრადი მომავლისთვის“ ფარგლებში ჩატარდა, პროფესიული სტუდენტების 11 გუნდი მონაწილეობდა, მათ შორის 6 გუნდი თბილისიდან და 5 ქუთაისიდან.

 

ინტელექტუალური მარათონის მონაწილეებს მიესალმნენ და გამარჯვება მიულოცეს თსუ რექტორის მოადგილემ კახაბერ ჭეიშვილმა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა საღინაძემ. თამაშის მონაწილეებს და გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

 

პროექტი „ვისწავლოთ, დავმეგობრდეთ და აღმოვაჩინოთ საქართველო - ექსტრაკურიკულური აქტივობები მდგრადი მომავლისთვის“, რომელიც პროფესიული უნარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება, რამდენიმე აქტივობას მოიცავს და პროფესიული სტუდენტების პროფესიული ცოდნის გასაღრმავებლად ექსტრაკურიკულური აქტივობებში და შემეცნებით-კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობას ითვალისწინებს.