ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული სტუდენტები შემეცნებითი ტურით თსუ ზოოლოგის მუზეუმს ეწვივნენ. დამთვალიერებლებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ 5000-მდე უნიკალურ ექსპონატს, საქართველოს ფაუნის მრავალფეროვნებას, მათ შორის ისეთ ექსპონატებს, რომლის ნახვაც მხოლოდ უნივერსიტეტის მუზეუმში არის შესაძლებელი. ტური კარიერული განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
თსუ ზოოლოგიის მუზეუმი აკადემიკოს ნიკო კეცხოველის მიერ 1946 წელს ჩამოყალიბდა. ამჟამად, 5000–მდე სადემონსტრაციო ეგზემპლარს შორის წარმოდგენილია: უნიკალური მარჯნის პოლიპები, პეპლები, ხოჭოები, მოლუსკები, ამფიბიები, ქვეწარმავლები, ფრინველები, ძუძუმწოვრები. მუზეუმში წარდმოდგენილი ფრინველთა კოლექცია უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ იგი საქართველოში ბინადარ და გადამფრენ ფრინველთა ყველა სახეობას მოიცავს.