Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ტრენინგები პროფესიული სტუდენტებისთვის

თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ორგანიზებით სპეციალური ტრენინგები სტუდენტებისთვის ქუთაისშიც ჩატარდა. 

 

ტრენინგი “როგორ დავიცვათ საკუთარი უფლებები შრომის ბაზარზე - შრომითი ხელშეკრულება, როგორც იურიდიული გარანტი”, რომელსაც იურისტი ალექსანდრე თორია უძღვებოდა, პროფესიულ სტუდენტებს აძლევს აუცილებელ ცოდნას  და ინფორმაციას შრომით ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, რამდენად აუცილებელია ხელშეკრულების გაფორმება და რა დეტალებს უნდა მიექციოს ყურადღება დოკუმენტში მის ხელმოწერამდე.

 

თსუ პროფესიული განათლების ცენტრში სტუდენტებისთვის ასევე ჩატარდა ვორკშოპი  „როგორ შეიძლება გავზარდოთ დასაქმების შესაძლებლობები/HR.GE როგორც ხელშემწყობი პლატფორმა“. ვორკშოპს დასაქმების სააგენტოს HR.GE  რეგიონალური მენეჯერი ინგა შახბაზიანი და ადამიანური რესურსების მენეჯერი ანი ლობჟანიძე უძღვებოდნენ.

 

ღონისძიებები 24 ივლისს და 6 აგვისტოს ჩატარდა, რომლის შემდეგაც პროფესიულ სტუდენტებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.