ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას უსაფრთხოების სამსახურში შემდეგ პოზიციებზე:
1. მთავარი სპეციალისტი II კატეგორია - სექტორის უფროსი (ხელშეკრულებით)
ანაზღაურება: 1250 ლარი დარიცხული (ხელზე ასაღები 1000 ლარი) გვესაჭიროება დაცვის თანამშრომლები, რომლებიც სამსახურეობრივ მოვალეობას შეასრულებენ ქალაქ თბილისის ობიექტებზე.
სამუშაო გრაფიკი - 40 საათიანი სამუშაო კვირით.
სასურველი ასაკი - 25 წლიდან 45 წლამდე;
გასაუბრებაზე დაშვების მოთხოვნები:
ა) ავტობიოგრაფია;
ბ) პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
2. ინსპექტორი (ხელშეკრულებით)
ანაზღაურება: 810 ლარი დარიცხული (ხელზე ასაღები 648 ლარი)
გვესაჭიროება დაცვის თანამშრომელი, რომლებიც სამსახურეობრივ მოვალეობას შეასრულებენ ქალაქ თბილისის ობიექტებზე.
ანაზღაურება: 435 ლარი დარიცხვით (ხელზე ასაღები 348 ლარი) გვესაჭიროება დაცვის თანამშრომლები, რომელიც სამსახურეობრივ მოვალეობას შეასრულებს სოფელ თელეთში.
ანაზღაურება: 580 ლარი დარიცხვით (ხელზე ასაღები 464 ლარი) გვესაჭიროება დაცვის თანამშრომელი, რომელიც სამსახურეობრივ მოვალეობას შეასრულებს სოფელ ტაბახმელაში.
სამუშაო გრაფიკი - 4 დღეში ერთხელ 24 საათიანი სამუშაო ცვლა.
სასურველი ასაკი - 19 წლიდან 60 წლამდე;
გასაუბრებაზე დაშვების მოთხოვნები:
ა) ავტობიოგრაფია;
ბ) პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
დაინტერესებული პირები გაივლიან გასაუბრებას ყოველ ორშაბათს და სამშაბათს 12:00 საათზე 2025 წლის პირველ მაისამდე.
მისამართი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახური.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე - 577 244 100.