მარიამ ქართველიშვილი, თსუ-ის სტუდენტი:
– მინდა, რომ ჩვენი უნივერსიტეტის ყველა კორპუსის ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს, სტუდენური სივრცეები მოეწყოს, რომ აუდიტორიებში დროის გატარება მხოლოდ ვალდებულებისა და ლექციის მოსმენის გამო აღარ დამჭირდეს. მინდა, რომ სივრცე, სადაც ვარ, ვიზუალურად სასიამოვნოდ გამოიყურებოდეს.
ლაშა საღინაძე, თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:
– ჩვენ დავიწყეთ სტუდენტური სივრცეების მოწყობა ყველა კორპუსში. პირველ ეტაპზე ეს მოეწყო მაღლივ კორპუსში, რადგან მაღლივი კორპუსის სტუდენტები თავს ყოველთვის დაჩაგრულად გრძნობდნენ. ამიტომ იქ უკვე განხორციელებულია ეს პროექტი, თუმცა სტუდენტებს ჯერჯერობით ფიზიკურად არ მოუწიათ ამ სივრცით ტკბობა. ანალოგიური ტიპის სივრცეები ეწყობა ეტაპობრივად და თითქმის დასრულების ეტაპზე ვართ. თებერვლის თვეში დასრულდება და როგორც მეექვსე, ისე მეორე, მეხუთე, მეშვიდე, ბიოლოგების და ბიბლიოთეკის კორპუსებში, ასევე, მედიცინის ფაკულტეტზე, მორფოლოგიის ინსტიტუტის ტერიტორიაზე, მოეწყობა სტუდენტური სივრცეები შესაბამისი ინფრასტრუქტურით, ავეჯით. ეხლაც შეგიძლიათ ნახოთ, რაღაც ეტაპი უკვე დასრულებულია, თუმცა შევსება ჯერ კიდევ ხდება.
რაც შეეხება მე მე-6-ე კორპუსს, მას აქვს ყველაზე სერიოზული პრობლემა – აქ არ არის ღია სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ამგვარი ადგილების მოწყობა.
ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი სივრცე გამოვიდა ცენტრალური ბიბლიოთეკის ფოიეშიც. ვისაც არ გქონდათ შესაძლებლობა, უკვე შეგიძლიათ ნახოთ, რომ მთლიანად რეაბილიტირდა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფოიე თავისი კარ-ფანჯრებით, შესასვლელით. ეს სივრცეც აღიჭურვება შესაბამისი ავეჯით, პუფებით, რომ სტუდენტებს უშუალოდ ბიბლიოთეკის სივრცეში, სამკითხველო დარბაზში შესვლამდე შეეძლოთ დასვენება, მასალის გადაკითხვა, მეცადინეობა და ა.შ. ჩვენ გვინდა, ამ შენობის რებრენდიგი გავაკეთოთ.