Category:
Vacancy/Internship
Period of receipt of tender documents:
21/06/2022 - 03/07/2022
Martex არის ციფრული მარკეტინგის სააგენტო, რომელიც შექმნილია მცირე და საშუალო მეწარმოების განვითარების ასოციაციის (SMEDA) მხარდაჭერით.
SMEDA არის პირველი ციფრული ასოციაცია საქართველოში (https://www.sme.org.ge/)
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები
- ციფრული არხების მოკლევადიანი და გრძელვადიანი საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებაში, თვის და კვარტლის კალენდრის შედგენაში, კამპანიების დაგეგმვასა და ბიუჯეტირებაში მონაწილეობის მიღება.
- საჭირო კვლევებზე დაყრდნობით ბაზრის ანალიზისა და სამიზნე აუდიტორიის შესწავლა;
- პროდუქტის მენეჯერთან და დიზაინერთან ერთად კრეატიული კონტენტის შექმნასა და ონლაინ გაყიდვების სტიმულირებაში მონაწილეობის მიღება;
- ციფრული მარკეტინგის საერთაშორისო ტრენდების, ახალი ტექნოლოგიებისა და საუკეთესო პრაქტიკების ანალიზი, შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში დანერგვაში მონაწილეობის მიღება
- შედეგების ყოველდღიური ანალიზი, ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;(სასურველია)
- Facebook Ads Manager, Facebook Pixel, Google Analytics, Google Ads Manager.
- ინგლისური ენის ცოდნა სასურველია.
პიროვნული უნარები:
- კრეატიულობა და შემოქმედებითი ხედვა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტურად მართვა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სხარტად აზროვნების უნარი.
გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: career@loialte.com.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
წარმატებას გისურვებთ.