დაკალიბრება/დამოწმების ლაბორატორიის თანამშრომელის მიმართ მოთხოვნები:
- განათლება – სასურველია ტექნიკური განხრით;
- მუშაობის გამოცდილება – გაზომვის საშუალებებთან, მოწყობილობებთან, ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილების არსებობა.
პირადი თვისებები:
- კომუნიკაბელური;
- უკონფლიქტო;
- განვითარებაზე და ახალი საკითხების ათვისებაზე ორიენტირებული;
- წესრიგის მოყვარული;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
სხვადასხვა სახის გაზომვის საშუალებების (მათ შორის მექანიკური, ელექტროტექნიკური და სხვა სახის ხელსაწყოების) შემოწმება/დაკალიბრება არსებული პროცედურების მიხედვით. შესაბამისი ჩანაწერების წარმოება. ტექნიკური სახის ლიტერატურასთან მუშაობა;
სამუშაო: სრული განაკვეთი.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, პერიოდული მივლინებებით შესასრულებელი ხელშეკრულებების მიხედვით.
მართვის მოწმობა – გთხოვთ, მიუთითოთ გაქვთ თუ არა მსუბუქი ა/მანქანის მართვის მოწმობა, ვინაიდან გასვლითი სამუშაოების დროს მოგიწევთ კომპანიის კუთვნილი ავტოტრანსპორტის გამოყენება.
ანაზღაურება: დამოკიდებულია იმ მიმართულებებზე, რომელთა დაკალიბრებას აითვისებს/ჩაიბარებს კანდიდატი. ამ ეტაპზე არსებული თანამშრომლების საშუალო ანაზღაურება (მიმართულებების და შესრულებული სამუშაოების მოცულობა/რაოდენობის მიხედვით) გაცილებით მაღალია საქრთველოში დადგენილ საშუალო ანაზღაურების ნიშნულზე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: nmachitidze@yahoo.com .
გთხოვთ, დროულად გამოაგზავნოთ თქვენი CV, ვინაიდან კანდიდატურების განხილვა მიმდინარეობს შემოსული განაცხადების მიხედვით.