კომპანია „მოგო“ აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე, თბილისში.
„მოგო“ არის საერთაშორისო ჯგუფში „Eleving“ შემავალი კომპანია, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 3 კონტინენტზე სატრანსპორტო საშუალებებისა და სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით.
კომპანია Mogo დაარსდა 2012 წელს ლატვიაში, სწრაფად გადაიქცა მრავალ ბრენდულ ჯგუფად და, 2020 წლიდან, ზედიზედ ორი წლის განმავლობაში Financial Times-ის 1000 ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიათა სიაშია. Eleving ჯგუფი ამ ეტაპზე წარმატებით ოპერირებს მსოფლიოს 14 ქვეყანაში. ამჟამად Eleving ჯგუფში დასაქმებულია 2000-ზე მეტი თანამშრომელი.
მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდი https://www.mogo.ge/
ძირითადი მოვალეობები:
- კლიენტთა მომსახურება;
- კომპანიის პროდუქტების გაყიდვები;
- ლიზინგის განაცხადების მომზადება, დამუშავება და კომიტეტზე წარდგენა;
- კომიტეტის დადასტურების შემთხვევაში ლიზინგის გაცემა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური / რუსული ენის ცოდნა.
დამატებითი მოთხოვნები:
- მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები;
- გაყიდვების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მოქნილობა, ოპერატიულობა, დისციპლინა და ყურადღება დეტალების მიმართ.
ჩვენ გთავაზობთ:
- შესაძლებლობას გახდე სწრაფად მზარდი საერთაშორისო კომპანიის თანამშრომელი;
- პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
- ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- პროფესიულ ტრენინგებს.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმეები გამოაგზავნოთ ა.წ. 20 ივნისამდე მისამართზე - Hr@mogo.ge და წერილის სათაურში (subject line) აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
გისურვებთ წარმატებას!