Category:
Vacancy/Internship
Period of receipt of tender documents:
13/06/2022 - 21/06/2022
ვაკანსია საქართველოს ბანკის კონტაქტ ცენტრში, მომხმარებელთა მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციაზე - საღამოს ცვლა
რას ვსაქმიანობთ ჩვენ?
- მომხმარებლებს სატელეფონო და დისტანციური საკომუნიკაციო არხებით ვემსახურებით უწყვეტ რეჟიმში, ვუწევთ კონსულტაციას, ვთავაზობთ საბანკო პროდუქტებს და საჭიროების შემთხვევაში ვუსრულებთ საბანკო ოპერაციებს.
ვის ვეძებთ?
- ყველას - განურჩევლად წინა სამუშაო გამოცდილებისა, სპეციალობისა და ენების ცოდნისა.
სამუშაო საათები: 18:00 - 01:00
თუ შენ:
- გამოტივირებს სხვების დახმარება და მათთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნა;
- თავს კომფორტულად გრძნობ სწრაფ, ცვალებად, მრავალფეროვან გარემოში;
- ხარ კომუნიკაბელური, ღია, კეთილგანწყობილი ადამიანი;
- დაინტერესებული ხარ გრძელვადიანი თანამშრომლობით;
- ხარ გუნდური, სწრაფი, მოქნილი, ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
- გაქვს ლოგიკური აზროვნება და კარგი მეხსიერება;
- საბაზისო დონეზე ფლობ კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს;
- გსურს საბანკო საქმიანობის გაცნობა, სტაბილური სამსახური და განვითარება;
ჩვენ გთავაზობთ:
- თქვენზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს!
- საბანკო პროდუქტების, პროცედურების და მომხმარებელთან ურთიერთობის თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს;
- მხარდამჭერ, განვითარებასა და სწავლაზე ორიენტირებულ მეგობრულ გარემოს.
გამოგვიგზავნე რეზიუმე და დაიწყე შენი კარიერა საქართველოს ბანკის სატელეფონო ცენტრში. შემოუერთდი ჩვენს დიდ გუნდს!
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“.