სს „საქართველოს ბანკის“ საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე შემდეგ რეგიონებში: თბილისი, ქუთაისი, ზესტაფონი, რუსთავი, ბათუმი.
ძირითადი ფუნქციები:
- ბანკის პოტენციური მომხმარებლებისთვის განვადების პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- მომხმარებლებისთვის განვადების პროდუქტების შეთავაზება და განვადების პროცედურის განხორციელება;
- მომსახურების პროცესში წარმოქმნილი შეფერხებების იდენტიფიცირება და დროული აღმოფხვრა;
- ყოველდღიური ანგარიშგების წარმოება.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები
განათლება:
სტუდენტი ან ახალ კურსდამთავრებული.
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel);
- მომხმარებლის მომსახურების უნარ–ჩვევები (თავაზიანობა, სწრაფი მომსახურება);
- ეფექტური გაყიდვების წარმოების უნარი;
- კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობა, კონფიდენციალობის დაცვის უნარი;
- ყურადღება დეტალების მიმართ, ემოციური წონასწორობა;
- ლოგიკური აზროვნება.
ანაზღაურება: ყოველთვიური ბონუსი, რომელიც განისაზღვრება გაყიდვების შედეგების შესაბამისად.
წარმატებულ თანამშრომლებს საშუალება მიეცემათ 6 თვის შემდეგ კარიერა გააგრძელონ ბანკში არსებულ სხვადასხვა პოზიციებზე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 21 ივნისი, 2022