VACANCIES:
„საქართველოს ბანკი“ საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტში ეძებს გაყიდვების კონსულტანტს
Category:
Vacancy/Internship
Period of receipt of tender documents:
13/06/2022 - 21/06/2022
„საქართველოს ბანკი“ საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტში ეძებს გაყიდვების კონსულტანტს
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:
- ახლა იწყებ სამუშაო კარიერას ან ხარ სტუდენტი/კურსდამთავრებული;
- ხარ აქტიური და გაქვს კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი;
- გიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა და მათთვის დახმარების გაწევა;
- არ ერიდები შეკითხვების დასმას და სიამოვნებით პასუხობ, როდესაც გეკითხებიან;
- გაინტერესებს საბანკო სექტორი
- სურვილი გაქვს გაიუმჯობესო მომსახურებისა და გაყიდვების უნარ-ჩვევები.
შენ გექნება შესაძლებლობა:
- შეხვდე და გაესაუბრო სერვისცენტრში შემოსულ მომხმარებელს;
- დაეხმარო მომხმარებელს გამოიყენოს ბანკის დისტანციური პროდუქტები და დაზოგოს თავისი დრო;
- გააცნო ჩვენი ახალი პროდუქტები, მოუყვე მეტი არსებული პროდუქტების შესახებ, გააკეთო წარმატებული შეთავაზება და გაყიდო საბანკო მომსახურება;
- წვლილი შეიტანო თვითმომსახურების დანერგვა-განვითარებისა და გაციფრულების (Digital) პროცესებში.
ჩვენ გთავაზობთ:
- სამუშაო განაკვეთს: 10:00-19:00
- 2 კვირიან თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგს, რომელიც დაგეხმარებათ პიროვნული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის განვითარებაში;
- 6-თვიანი წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობას ბანკში არსებულ სხვადასხვა პოზიციაზე;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ფიქსირებულ ხელფასს (400 ლარი ხელზე) + ყოველთვიური ბონუსი (გამომუშავებით).
ადგილი სადაც იმუშავებ:
სტანდარტული სერვისცენტრი ან Express სერვისცენტრი.
თუ გსურს, რომ დაიწყო და განავითარო შენი კარიერა საბანკო სფეროში, ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ შენი პოტენციალის რეალიზებას.
დაინტერესების შემთხვევაში, შეავსე მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთე რეზიუმე/CV და გამოგვიგზავნე.