აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია "ლოიალტე" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას გაყიდვების კოორდინატორის პოზიციაზე თბილისში.
"ლოიალტე" ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქართული ბრენდია. კომპანია აერთიანებს აუდიტორულ და საკონსულტაციო სერვისებს (www.loialte.com.ge) და ტრენინგ ცენტრს (https://erudio.ge/ka)
გაყიდვების კოორინატორი:
- მარკეტინგული სტრატეგიების ჩამოყალიბების პროცესში მონაწილეობის მიღება კომპეტენციების ფარგლებში.
- დაგეგმილი გაყიდვების კამპანიების შესრულებისთვის საჭირო ღონიძიებების გატარება.
- არსებული ბაზების მართვა - შეთავაზების სტრატეგიის განსაზღვრა და როგორც მიმდინარე ასევე, ძველ ტრეინინგებზე დარეგისტირებულ მომხმარებელებთან შესაბამისი შეთავაზებების წარმოება.
- იმეილ მარკეტინგის მართვა.
- მომხმარებლის მიერ გაზიარებული უკუკავშირის მონიტორინგი.
- ფიზიკური და ონლაინ ტრენინგების/კურსების მონიტორინგი.
- ტრენინგების ორგანიზების პროცესში ჩართულობა.
- ადმინისტრაციული პროცესის კოორდინირება (მათ შორის და არამხოლოდ - მონაწილეებისთვის ხელშეკრულებების და სერთიფიკატების მომზადება).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მესამე ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის ან/და სხვა მონათესავე მიმართულებებით
- სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული უნარები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- ანალიტიკური აზროვნება
- გამართული კომუნიკაციის უნარი
- კრეატიული, შემოქმედებითი წერის უნარი
სტაჟირების ვადა: 3 თვე
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00-19:00
ანაზღაურება : 300 ლარი (GROSS)
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: career@loialte.com.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და ვაკანსიის ადგილმდებარეობა.
წარმატებას გისურვებთ.