IT კომპანია LAB Technologies აცხადებს ვაკანსიას ინფრასტრუქტურის მიმართულებით ოპერაციების უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე. ვეძებთ ამბიციურ და მიზანდასახულ ახალგაზრდას, რომელიც შემოუერთდება ჩვენს მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნ. ბოხუას #6
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ
ანაზღაურება: 800-1000 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის საოპერაციო საქმიანობის განხორციელება;
- ტენდერებში მონაწილეობის მიღება, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და სრული ციკლის მართვა;
- მომხმარებლისგან შემოსული მოთხოვნების დამუშავება;
- მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
- ტექნიკური შესყიდვების პროცესში მონაწილეობის მიღება;
- ბაზარზე არსებული სიახლეების მუდმივი გაცნობა და პროფესიული განვითარების, კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- პერსონალური სისტემების ტექნიკური საბაზისო ცოდნა;
- ხელშეკრულებებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
- მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების MS office სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები:
- საქმიანი მოლაპარაკების/მიმოწერის წარმოების უნარი;
- კომუნიკაციის კარგი უნარი;
- გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის კარგი უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- განვითარებაზე ორიენტირებული;
- ორგანიზებული;
- პასუხისმგებლიანი.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- სწრაფად განვითარების საშუალებას;
- პარასკევი- დისტანციური სამუშაო დღე.
ჩვენს შესახებ:
- IT კომპანია LAB მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე 2008 წლიდან და სთავაზობს თავის მომხმარებლებს IT გადაწყვეტილებებს:
- ინფრასტრუქტურულ და ქსელურ გადაწყვეტილებებს;
- პროგრამული უზრუნველყოფა;
- კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებებს;
- PS მიმართულებას;
კომპანია „ლაბ“ წარმოადგენს მრავალ საერთაშორისო ბრენდს საქართველოში. ჩვენი მომხმარებლები არიან სახარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
ბრენდები:
CISCO, DellEMC, HP Inc., Lenovo, NetApp, Hewlett Packard Enterprise, Palo Alto, Aruba, Nakivo, Extreme Networks and etc.
ჩვენი ოფისი:
მისამართი: თბილისში, ნოდარ ბოხუას 6
საიტი: www.lab.ge
ტელ: 032 229 06 09
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე: tinatin.mamisashvili@lab.ge არაუგვიანეს 2022 წლის 15 ივნისისა და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ოპერაციების უმცროსი მენეჯერი“