IT კომპანია LAB Technologies აცხადებს ვაკანსიას ინფრასტრუქტურის მიმართულებით ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე. ვეძებთ ამბიციურ და მიზანდასახულ ახალგაზრდას, რომელიც შემოუერთდება ჩვენს მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნ. ბოხუას #6
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ
ანაზღაურება: 800-1000 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
- გაყიდვების ზრდის ხელშეწყობისთვის ახალი ორგანიზაციების მოძიებაში მონაწილეობის მიღება და მათთან ბიზნეს ურთიერთობის დამყარება;
- ორგანიზაციებთან გაცნობითი სახის შეხვედრების დაორგანიზება;
- ორგანიზაციისთვის გუნდის წევრების წარდგენა/გაცნობა;
- მიღებული მონაცემების დამუშავება და პროგრამული ასახვა;
- პროექტების მიმდინარეობისას საჭიროებიდან გამომდინარე დამატებითი ფიზიკური ან/და დისტანციური შეხვედრების დაგეგმვა;
- კომპანიის მიერ დაგეგმილ ფორუმებში, სემინარებში, ვებინარებში, გასვლით ღონისძიებებში და სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
- ბაზარზე არსებული სიახლეების მუდმივი გაცნობა და განვითარებაზე, კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივი მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია გაყიდვების მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა, მინიმუმ B2 დონე;
- მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების MS office სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები:
- საქმიანი მოლაპარაკების/მიმოწერის წარმოების უნარი;
- კომუნიკაციის კარგი უნარი;
- გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის კარგი უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- განვითარებაზე ორიენტირებული;
- ორგანიზებული;
- პასუხისმგებლიანი.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- სწრაფად განვითარების საშუალებას;
- პარასკევი- დისტანციური სამუშაო დღე.
ჩვენს შესახებ:
IT კომპანია LAB მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე 2008 წლიდან და სთავაზობს თავის მომხმარებლებს IT გადაწყვეტილებებს:
- ინფრასტრუქტურულ და ქსელურ გადაწყვეტილებებს;
- პროგრამული უზრუნველყოფა;
- კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებებს;
- PS მიმართულებას;
კომპანია „ლაბ“ წარმოადგენს მრავალ საერთაშორისო ბრენდს საქართველოში. ჩვენი მომხმარებლები არიან სახარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
ბრენდები:
CISCO, DellEMC, HP Inc., Lenovo, NetApp, Hewlett Packard Enterprise, Palo Alto, Aruba, Nakivo, Extreme Networks and etc.
ჩვენი ოფისი:
მისამართი: თბილისში, ნოდარ ბოხუას 6
საიტი: www.lab.ge
ტელ: 032 229 06 09
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე: tinatin.mamisashvili@lab.ge არაუგვიანეს 2022 წლის 15 ივნისისა და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ექაუნთ მენეჯერი“