"ლოიალტე" ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქართული ბრენდია. კომპანია აერთიანებს აუდიტორულ და საკონსულტაციო სერვისებს (www.loialte.com.ge) და ტრენინგ ცენტრს (https://erudio.ge/ka)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მარკეტინგული სტრატეგიების ჩამოყალიბების პროცესში მონაწილეობის მიღება კომპეტენციების ფარგლებში;
- დაგეგმილი გაყიდვების კამპანიების შესრულებისთვის საჭირო ღონიძიებების გატარება;
- არსებული ბაზების მართვა - შეთავაზების სტრატეგიის განსაზღვრა და როგორც მიმდინარე, ასევე, ძველ ტრეინინგებზე დარეგისტირებულ მომხმარებელებთან შესაბამისი შეთავაზებების წარმოება;
- იმეილ მარკეტინგის მართვა;
- მომხმარებლის მიერ გაზიარებული უკუკავშირის მონიტორინგი;
- ფიზიკური და ონლაინ ტრენინგების/კურსების მონიტორინგი;
- ტრენინგების ორგანიზების პროცესში ჩართულობა;
- ადმინისტრაციული პროცესის კოორდინირება (მათ შორის და არამხოლოდ - მონაწილეებისთვის ხელშეკრულებების და სერთიფიკატების მომზადება).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის ან/და სხვა მონათესავე მიმართულებებით;
- სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- გამართული კომუნიკაციის უნარი;
- კრეატიული, შემოქმედებითი წერის უნარი.
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00-19:00
ანაზღაურება განიხილება ინდივიდუალურად.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: ani.nozadze@loialte.com.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
წარმატებას გისურვებთ.