საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Ecovis Georgia აუდიტისა და სხვა მარწმუნებელი მომსახურებების დეპარტამენტში აცხადებს ვაკანსიას აუდიტორის პოზიციაზე.
დასახელება: აუდიტორი
მომწოდებელი: ECOVIS GEORGIA
გამოქვეყნების თარიღი: 04 მარტი / ბოლო ვადა: 31 მარტი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კლიენტის ძირითადი ბიზნეს პროცესების შესწავლა კომპანიის მეთოდოლოგიის შესაბამისად;
- აუდიტის გეგმის შედგენამდე მეთოდოლოგიით განსაზღვრული დოკუმენტაციის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
- აუდიტის გეგმის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- აუდიტორული მტკიცებულებების შექმნა-მოპოვებაში მონაწილეობის მიღება;
- დასკვნის გაცემამდე პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
- მენეჯერის/უფროსი აუდიტორის მიერ პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
- კომპანიის მიერ დაგეგმილ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება;
- ქართული და ინგლისური, რუსული სასურველია საბაზისო დონეზე;
- საოფისე პროგრამები (პრიორიტეტულია ექსელის ფლობა საშუალო დონეზე)
- აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებში საბაზისო ცოდნა;
- ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან მუშაობის გამოცდილება და ხშირად გამოყენებადი სტანდარტების ძირითადი პრინციპების გააზრებულად გამოყენება;
- ანალიტიკური აზროვნება;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარები და აზრის გასაგებად გადმოცემა;
- გუნდური მუშაობა;
- კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტური გამოსავლის მოძიება;
- ინიციატივის საკუთარ თავზე აღების და განვითარების სურვილი.
დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე
სამუშაო საათები: 10:00 – 19:00
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქ., #11 (ტიფლის ბიზნეს ცენტრი)
კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
წერითი დვალება:
- ხანგრძლივობა: 1 საათი
- წერითი დავალების თემა: პროფესიული
გასაუბრება - პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში.
დასაქმების შემთხვევაში გთავაზოვთ:
- Ecovis Georgia გთავაზობთ სასიამოვნო, ჯანსაღ, კონკურენტულ და სტაბილურ სამუშაო გარემო-პირობებს;
- კონკურენტუნარიან და წამახალისებელი სახელფასო განაკვეთს;
- კარიერული წინსვლის გამჭვირვალე სქემას;
- თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას, რისი მეშვეობითაც თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გააძლიეროთ თქვენი უნარები და გაიღრმავოთ თქვენი ცოდნა;
- პროფესიული სწავლების დაფინანსებას;
- სამედიცინო დაზღვევას;
- სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ინტელექტუალური აქტივობების დაფინანსებას.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge.
ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: www.ecovis.ge