Category:
Vacancy/Internship
Period of receipt of tender documents:
18/02/2022 - 25/02/2022
სს „ბაზისბანკი“ აცხადებს ვაკანსიას უმცროსი დილერის პოზიციაზე.
მოვალეობები:
- დილინგური ოპერაციების წარმოება ქვეყნის შიდა და გარე ბაზრებზე დადგენილი ლიმიტების და ავტორიზაციის ფარგლებში;
- ეროვნული ბანკის და ასევე საერთაშორისო ბაზრების მიერ დადგენილი ბანკისთვის საჭირო განაკვეთების ასახვა ბანკის ოპერაციულ სისტემაში;
- ყოველდღიური უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსის ბანკის ოპერაციულ და საინფორმაციო სისტემაში ასახვა;
- საკონვერსიო გარიგების განხორციელება კონტრაგენტ პირებთან;
- ბანკის სავალუტო პოზიციის დადგენილი ლიმიტების დაცვა;
- სახაზინო ინსტრუმენტებით ოპერაციების წარმოება;
- დილინგური ოპერაციების წარმოებისათვის აუცილებელი ინფორმაციის მობილიზაცია და ანალიზი;
- კომპეტენციის ფარგლებში შესრულებული ოპერაციების ასახვა ბანკის საოპერაციო სისტემაში;
- სადილინგო და სხვა კომპეტენციაში არსებულ ოპერაციებთან დაკავშირებული საბუთების წარმოება და შენახვა;
- განყოფილების უფროსისათვის საჭირო ინფორმაციის და კონკრეტული რეკომენდაციების მიწოდება საქმიანობის გაუმჯობესებისათვის;
- განყოფილების ფარგლებში შემუშავებული რეპორტების მომზადება.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მიმართულება: ფინანსები, ეკონომიკა, ბიზნეს ადმინისტრირება;
- სამუშაო გამოცდილება: უპირატესობა მიენიჭება საბანკო სფეროში ან სხვა საფინანსო კომპანიაში ფინანსების მიმართულებით მიღებულ გამოცდილებას;
- Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საშუალო დონეზე.
პიროვნული უნარები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2022 წლის 25 თებერვლის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge , სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!