FINA2.NET ეძებს ადმინისტრაციულ ასისტენტს საერთაშორისო პროექტებზე მუშაობისათვის, შესაძლებელია On-line მუშაობაც.
საქმიანობა და მოვალეობები:
* კალენდარის წარმოება - შეხვედრების დაგეგმვა/ორგანიზება
* დოკუმენტებისა და კორესპონდენციის მართვა
* ადმინისტრაციული ხელშეწყობა კადრების მოძიებისთვის (რეკრუიტინგი)
* სოციალური მედიაში ვაკანსიების განთავსება
* სხვა ადმინისტრაციული დავალებები ვირტუალურ ოფისთან დაკავშირებით.
(მოვალეობებში არ შევა ოფისის მომარაგება და სხვა ფიზიკური დავალებები).
რა უნდა იცოდე:
* MS Office & Google-ის პროდუქტებთან (Google Docs, Spreadsheet ა.შ.) მუშაობა
* ინგლისური ენა ( სასურველია რუსული ენის ცოდნა)
* კარგი იქნება სოციალურ მედიასთან მუშაობის გამოცდილება
ვის ვეძებთ:
* კომუნიკაბელურ და ხალისიან ადამიანს
* ვისაც აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებთან friendly დამოკიდებულება
* თვითმოტივირებულ, პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულ ახალგაზრდას
* კარგ გუნდურ მოთამაშეს
რას გთავაზობთ:
* მეგობრულ სამუშაო გარემოს
* კომპანიის შიდა ტრენინგებში მონაწილეობას
* მუდმივი პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
* საუკეთესო პრაქტიკასა და თეორიას, რომელსაც ვერსად ვერ ისწავლით
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი საიტი: www.fina2.net
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და თან დაურთოთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!