„ევექსის ჰოსპიტლები“ აცხადებს სტაჟირებას ბილინგის განყოფილებაში თბილისში
„ევექსის ჰოსპიტლები“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში
სამუშაოს ადგილმდებარეობა: მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო, ლუბლიანას ქუჩა 2/6
სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე, სტუდენტებისთვის შესაძლებელია მორგებული გრაფიკიც
განსაკუთრებული მინიშნება: სტაჟირება არაანაზღაურებადია
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოებაში ჩართულობა;
- მონაწილეობა პაციენტთა ისტორიის დამუშავებაში როგორც პროგრამულად, ასევე დოკუმენტობრივად;
- საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში მონაცემების შეყვანა და დამუშავება მოთხოვნისამებრ;
- საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშების წარმოება მოთხოვნისამებრ;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულოა უმაღლესი განათლება, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;
- უპირატესობა მიენიჭება განათლებას ჯანდაცვის მართვის ან სამედიცინო მიმართულებით;
- სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 11 თებერვალი, 2022
„ევექსის ჰოსპიტლები“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.