TBC-ის ტექნოლოგიურ გუნდში, IT Support-ის მიმართულებაში ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს
პირობები:
პროექტის ხანგრძლივობა - 3 თვე (იანვარი-მარტი) შემდგომი დასაქმების პერსპექტივით;
გრაფიკი - სრული (კვირაში 40 საათი);
ფიქსირებული ანაზღაურება - 600 ლარი .
ვის ვეძებთ:
თუ ხარ IT მიმართულების სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული;
გიყვარს დამოუკიდებულად მუშაობა;
ხარ დეტალებზე ორიენტირებული;
გიყვარს გამოწვევების და სიახლეები;
გინდა IT სფეროში სწრაფი განვითარება
რას გააკეთებ?
მოაგვარებ ბანკის კომპიუტერულ-ტექნიკურ პრობლემებს;
დააყენებ-დატესტავ ახალ პროგრამებს ბანკის თანამშრომლების კომპიუტერებზე;
უზრუნველყოფ დაზიანებული ტექნიკის რემონტს;
ჩაატარებ პროფილაკტიკურ სამუშაოებს ბანკის მასშტაბით;
დაეხმარები შენი გუნდის წევრებს სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში;
თუ დაინტერესდი და გაქვს სურვილი გახდე ჩვენი გუნდის წევრი გადმოგვიგზავნე შენი რეზიუმე მეილზე - techvacancy@tbcbank.com.ge subject-ში აუცილებლად მიუთითე IT Support