სს "საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე (თბილისი).
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა სადაზღვევო პროდუქტების/ მომსახურების შეთავაზება;
** მომხმარებლის მოთხოვნების, საჭიროებების დადგენა-დაზუსტება და მისთვის ოპტიმალური სადაზღვევო პროდუქტების/მომსახურების შეთავაზება, პროდუქტის მახასიათებლების და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
** სადაზღვევო ხელშეკრულებების დადება პოტენციურ მომხმარებლებთან;
** გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხევაში მომხმარებელთან შეხვედრის დაგეგმვა და ორგანიზება;
** გაყიდვების გეგმის განხორციელება განსაზღვრულ ვადაში;
** არსებული მომხმარებლებისათვის სადაზღვევო პაკეტის განახლების შეთავაზება და კომპანიისადმი ლოიალობის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
** გაყიდვების არხების ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაწევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენებს ცოდნა.
დამატებითი მოთხოვნები:
** მომხმარებელთან ურთიერთობის ცოდნა;
** საქმიანი ურთიერთობების ეტიკეტის ცოდნა;
** მოლაპარაკების წარმოების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** სხარტი აზროვნების უნარი;
** სწრაფი, მოქნილი მოქმედების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
** პრობლემური და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: Vacancy-RST@igg.ge
გთხოვთ თემის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება „საცალო გაყიდვების სპეციალისტი - თბილისი“.