კომპანია UGT-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის სამსახურში, რომელიც IT სერვისებით უზრუნველყოფს, როგორც კომპანიის თანამშრომლებს, ასევე კლიენტ ორგანიზაციებს, გვაქვს სერვის დესქის ოპერატორის ვაკანსია.
ფუნქცია-მოვალეობების ძირითადი (არასრული) ჩამონათვალი მოიცავს შემდეგს:
• კლიენტის ინფორმაციული ტექნოლოგიების სერვისების მომხმარებლებთან კომუნიკაცია (სხვადასხვა საშუალებებით) და კონსულტაციის გაწევა;
• ინციდენტების/სერვისული მოთხოვნების და ინფორმაციული მოთხოვნების იდენტიფიკაცია, რეგისტრაცია სერვის დესქის პორტალზე;
• ინციდენტის რეგისტრაციისას სავალდებულოა შემდეგი ველების შევსება: ინციდენტის კატეგორიზაცია, ინციდენტების პრიორიტეტიზაცია;
• რეგისტრირებული ინციდენტების და სერვისული მოთხოვნების სრულყოფა და შესაბამის მხარდაჭერის ჯგუფებისთვის განაწილება (ფუნქციური ესკალაცია);
• კრიტიკული ინციდენტების იდენტიფიცირება და მათი იერარქიული ესკალაცია;
აუცილებელი მოთხოვნები:
• მომხმარებლებთან კომუნიკაციის გამოცდილება;
• ინგლისური ენის ცოდნა (საკომუნიკაციო დონეზე);
• სასურველია IT სერვისების შესახებ ზოგადი ინფორმაციის ცოდნა;
დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ რეზიუმე გამოგვიგზავნონ შემდეგ მისამართზე - vacancy@ugt.ge და სათაურის ველში მიუთითონ “სერვის დესქის ოპერატორი“.