Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჩვენ შესახებ

 

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდილება.

 

ვის ვეძებთ?

 

განვადების სპეციალისტს

 

  • ვისაც არ ეშინია გამოწვევების, სიახლეების და ძალიან ბევრი მუშაობის
  • რომელიც არის ენერგიული, მოტივირებული და მზრუნველი
  • უყვარს ადამიანები, მათი დახმარება და აქვს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • შეუძლია აზრის მარტივად და გასაგებად გადმოცემა
  • მოსწონს სფეისის პროდუქტი და უნდა აქ მუშაობა

 

რას გააკეთებ?

  • საცალო ვაჭრობის ობიექტებზე მისულ მომხმარებელს გააცნობს სფეისს, სფეისის განვადების პირობებს, უპირატესობებს
  • საჭიროების შემთხვევაში ასწავლი აპლიკაციით სარგებლობას, დაარეგისტრირებ, დაეხმარები რომ ისარგებლოს QR კოდით

 

სასურველია:

  • იყო კომუნიკაბელური და გსიამოვნებდეს სხვების დახმარება
  • გიყვარდეს ტქნოლოგიები და მარტივად შეგეძლოს აპლიკაციაში გარკვევა

დაგეხმარება, თუ გაქვს გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე ნამუშევარი

 

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე შენი CV მეილზე career@space.ge