geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თბილისი, საქართველო

თანამშრომლები ჰიბრიდულ რეჟიმში მუშაობენ

სტაჟირება

მდებარეობა/Location: სათავო ოფისი

სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

 

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

 

სამუშაოს აღწერა

გუნდის აღწერილობა

შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც უზრუნველყოფს ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამართულ ფუნქციონირებას, ინციდენტების დროულ დიაგნოსტიკასა და Windows/ქსელური გარემოს მხარდაჭერას. ჩვენი გუნდი პასუხისმგებელია თანამშრომლებისთვის შეუფერხებელი ტექნიკური გარემოს შექმნასა და მხარდაჭერაზე.

ხანგრძლივობა: დაახლოებით 3-4 თვე; 

ფორმატი: სრული განაკვეთი

სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში დასაქმების შესაძლებლობა.

შენ, როგორც სტაჟიორი, ჩაერთვები ისეთ პროცესებში, როგორიცაა:

ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამართვა;

ტექნიკური ინციდენტების დიაგნოსტიკა და გადაჭრა;

Windows და ქსელური გარემოს მხარდაჭერა.

 

კვალიფიკაცია

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ :

ხარ IT/კომპიუტერული მეცნიერებების, ინჟინერიის მიმართულებით მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;

ფლობ Windows სისტემების, კომპიუტერული ტექნიკისა და ქსელების  საბაზისო ცოდნას;

ხარ დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებული, არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების, ამასთანავე გიყვარს ინიციატივების აღება;

გაქვს AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა.

 

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული