Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

BDO Digital არის BDO Georgia-ს ბრენდი, ციფრული პროდუქტების და ტექნოლოგიური მომსახურებების ლიდერი ინტეგრატორი კომპანია, რომელიც 2004 წლიდან ბიზნესს ციფრული ტრანსფორმაციის სრულ საკონსულტაციო მომსახურებას და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს სთავაზობს. გუნდი 100-მდე გამოცდილ თანამშრომელს აერთიანებს, მათ შორის მონაცემთა მეცნიერებს, პროგრამისტებს, კიბერუსაფრთხოების სერტიფიცირებულ ოფიცრებსა და ინდუსტრიის სხვა სპეციალისტებს.

 

ადგილმდებარეობა  -   ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი

ვაკანსიის დასახელება   -   ანაზღაურებადი სტაჟირება - ადმინისტრაციული ასისტენტი

ხანგრძლივობა   -   6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში

სამუშაო საათები   -  სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი, შესვენება: 13:00 – 14:00

 

ფუნქცია/მოვალეობები:

  • კომპანიის მომწოდებლებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია 
  • სხვადასხვა დოკუმენტაციის, მათ შორის ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტების, ინვოისების  და სხვა  მომზადებაში ჩართულობა (მათ შორის ინგლისურ ენაზე) 
  • დოკუმენტების მოწესრიგებასა და დაარქივებაში ჩართულობა 
  • შიდა პროგრამებში კლიენტთან დაკავშირებული ინფორმაციის შეყვანა/განახლება  
  • სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც)
  • სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა
  • MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა

 

პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზებული
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • ანალიტიკური  და ლოგიკური აზროვნების უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი

 

აპლიკაციის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: ანაზღაურებადი სტაჟირება - ადმინისტრაციული ასისტენტი

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 17.02.2026

 

ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც ვაკანსიის გამოქვეყნებისა და შერჩევის, ისე შრომითი ხელშეკრულების ეტაპზე. ჩვენ ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ თქვენც ემხრობით ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების აკრძალვას