Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

 FINA2.NET აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას!

 

გაინტერესებს ტექნოლოგიები და გსურს გამოცდილება შეიძინო საერთაშორისო ბაზარზე?
მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა!

 

თუ შენ:

  • ხარ კომუნიკაბელური, მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული;
  • არ გაშინებს გამოწვევები და მზად ხარ აქტიურად ჩაერთო მრავალფეროვან სამუშაო პროცესში;
  • ფლობ ინგლისურ და რუსულ ენებს;
  • კარგად ერკვევი საოფისე პროგრამებსა და Google-ის ინსტრუმენტებში;

 

სტაჟირების პერიოდში შენ:

  • იმუშავებ პოტენციური კლიენტების მოძიებასა და მათთან კომუნიკაციის გამართვაზე;
  • ჩაერთვები საერთაშორისო და ადგილობრივ ტენდერებში;
  • მიიღებ მონაწილეობას საერთაშორისო პროექტებსა და ვორკშოპებში;
  • დაეხმარები გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას;
  • განივითარებ პრეზენტაციის, მოლაპარაკებებისა და გაყიდვების უნარებს;
     

ჩვენ გთავაზობთ:

თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის შესაძლებლობას;

მეგობრულ, კვალიფიციურ და განვითარებისკენ ორიენტირებულ გუნდს;

დასაქმების პერსპექტივასა და კონკურენტულ ანაზღაურებას;

 

სტაჟირების ხანგრძლივობა:  3 თვე


სტაჟირება ანაზღაურებადია

 

გახდი საერთაშორისო გუნდის ნაწილი და შექმენი კარიერა ტექნოლოგიების სფეროში!

 

გაიგე მეტი ჩვენს შესახებ: www.fina2.net   იხილეთ პრეზენტაცია   

 

 დაინტერესებულმა კანდიდატებმ გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.

 

წარმატებებს გისურვებთ!