Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას თბილისში პოზიციაზე უნივერსალური მოლარე

 

სამუშაო ლოკაცია: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: სრული

ვაკანსიის რაოდენობა: 1

 

პოზიციის შესახებ:

 

უნივერსალური მოლარის პოზიციაზე დასაქმებული თანამშრომელი ჩართულია კლიენტთა მომსახურების პროცესში სასესხო, გზავნილების, კონვერტაციისა და სალაროს ოპერაციების მიმართულებით. როლი მოიცავს სესხების გაცემისა და დაფარვის აღრიცხვას, სალარო ოპერაციების მართვას და საჭიროების შემთხვევაში — ძვირფასი ლითონების შეფასებას. პოზიცია ითხოვს სიზუსტეს, პუნქტუალობასა და მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას.

 

ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის ან ძვირფასი ლითონების შეფასების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა ეს არ არის სავალდებულო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იყოთ კომუნიკაბელური, დეტალებზე ორიენტირებული, პასუხისმგებლიანი და გქონდეთ სწავლის სურვილი.

 

ჩვენ გთავაზობთ:

პიროვნულ და პროფესიულ ზრდას

მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს

 

ძირითადი მოვალეობები:

კლიენტთა მომსახურება სასესხო, გზავნილების და კონვერტაციის ოპერაციების განხორციელებისას;

სესხის გაცემა-დაფარვის წარმოება და აღრიცხვა;

სალაროს ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა;

ძვირფასი ლითონების შეფასება

 

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);

ძვირფასი ლითონების შეფასების ცოდნა და გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);

კლიენტთა მომსახურების სათანადო უნარ-ჩვევები;

პუნქტუალობა, აკურატულობა, მოწესრიგებულობა;

კომუნიკაბელურობა, არაკონფლიქტურობა;

პასუხისმგებლობის მაღალი დონე, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;

კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ფლობა

 

თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე 2025 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით.

 

ჩვენი კომპანია დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობის თანაბარ პირობებს უქმნის ნებისმიერ თანამშრომელსა და კანდიდატს, მისი რასის, რელიგიის, მრწამსის, სქესის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, შეზღუდული შესაძლებლობების, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად

 

>> სარეგისტრაციო ბმული <<