Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ჯიაიჯი ჰოლდინგი“ აცხადებს ბიუჯეტირების და რეპორტინგის უმცროსი ანალიტიკოსის ვაკანსიას.


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

ჰოლდინგის კომპანიების ყოველთვიური, კვარტალური, წლიური, მენეჯერული რეპორტების მომზადება, ბიუჯეტთან და წინა პერიოდებთან გადახრების ანალიზი;

ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ყოველთვიური, წლიური ბიუჯეტების მომზადება, ანალიზი;

ანგარიშგებებისა და ანალიზისთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება სხვა განყოფილებებიდან;

ჰოლდინგსი შემავალ კომპანიებში ERP პროგრამაში მენეჯერული რეპორტების დანერგვა;

ჰოლდინგში შემავალი კომპანიების პერიოდული პროგნოზების მომზადება/ანალიზი;

სხვადასხვა ტიპის რეპორტების მომზადება;

უშუალო მენეჯერის დავალებით განყოფილების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა შესაძლო საკითხებზე მუშაობა.


აუცილებელი მოთხოვნები:

ბაკალავრის ხარისხი ფინანსების, აუდიტის ან ზოგადი მენეჯმენტის განხრით;

Microsoft Office პროგრამების კარგად ცოდნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Excel-ის ცოდნა;

ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;


სასურველი პიროვნული მახასიათებლები:

დეტალებზე ორიენტირებულობა;

ორგანიზებულობა;

ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;

ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

დროის ეფექტურად მართვის უნარი;

ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.


სამუშაო პირობები და ბენეფიტები:

სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30-18:30, ერთ საათიანი შესვენება;

ოფისი მდებარეობს: თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზირი 2ა / პეკინის გამზირი 34;

ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, მობილურის ლიმიტი, საწევროს დაფინანსება Snap Fitness-ში.


გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს „ჯიაიჯი ჰოლდინგის“ (ს/კ: 404927610) (შემდგომში „კომპანია“) მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა;

გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით; ამისთვის უნდა დაგვიკავშირდეთ კომპანიის ცხელ ხაზზე.

კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

გისურვებთ წარმატებას!

 

>> სარეგისტრაციო ბმული <<