Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"საპენსიო სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას საინვესტიციო სამსახურის პორტფელის რისკების მართვის და ანალიტიკის განყოფილების ეკონომისტის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის მიმართულებით;
** CFA, FRM, ან სხვა ეკვივალენტური სერტიფიკატი, ან აღნიშნული სერტიფიკატების რომელიმე დონის გამოცდის წარმატებით ჩაბარება ჩაითვლება უპირატესობად;
** ეკონომისტის, მკვლევრის, მონაცემთა ანალიტიკოსის ან სხვა მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ეკონომიკურ მოდელებთან მუშაობის გამოცდილება;
** Eviews-თან და მაკრო/ეკონომეტრიკულ პაკეტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Word, Excel, PowerPoint);
** ქართული და ინგლისური ენების პროფესიულ დონეზე ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** სწრაფი და ეფექტური რეაგირება დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას;
** სხვადასხვა საკითხებზე მოკლევადიან რეჟიმში ერთდროული მუშაობის უნარი;
** საუკეთესო კომუნიკაციის და ურთიერთობის უნარები;
** მოტივირებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით.

ფუნქცია-მოვალეობები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:

საინვესტიციო სამსახურის პორტფელის რისკების მართვის და ანალიტიკის განყოფილების ეკონომისტი ვალდებულია შეასრულოს შემდეგი ფუნქცია მოვალეობები:

** საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე მაკროეკონომიკური პროცესების სისტემატური მონიტორინგი და ანალიზი;
** ბაზრის ტენდენციებზე საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ანალიზისა და მოსაზრებების შესწავლა და უკვე არსებულთან ინტეგრაცია;
** მაკროეკონომიკური პარამეტრების მოდელირება და პროგნოზირება;
** მაკროეკონომიკური სცენარების შემუშავება და საინვესტიციო პორტფელზე გავლენის პერიოდული შეფასება, შესაბამის სტრეს-ტესტებში მონაწილეობის მიღება;
** მაკროეკონომიკური სტატისტიკის შეგროვება, დამუშავება და ანალიზი;
** კვლევების მომზადება ეკონომიკურ, ფინანსურ და საინვესტიციო საკითხებზე;
** საერთაშორისო ბაზრების ანალიზი, რომელიც პირდაპირ კავშირშია ფონდთან და მის საინვესტიციო აქტივობებთან;
** წლიური და სხვა პერიოდული ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა;
** სხვადასხვა თემატური პუბლიკაციების მომზადება, საჭიროებისამებრ;
** აქტივების განთავსების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა;
** მაკროეკონომიკური ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციების მომზადების პროცესში უშუალო ჩართულობა;
** "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულება;
** მის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, სააგენტოს სამართლებრივი აქტებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულების უზრუნველყოფა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2025 წლის 13 მარტის ჩათვლით თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: CareerInvOffice@pensions.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ეკონომისტი.