Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შპს ,,აი სი არ ტრეიდში“  ვაცხადებთ 1 წლიან ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას 3 მიმართულებით:

მარკეტინგის, გაყიდვების პროცესების მართვისა და ბიზნეს ანალიტიკის.

 

დაისახე ამბიციური გეგმები და დაიწყე წარმატებული კარიერა სტაჟირებით ,,აი სი არ ტრეიდში“, ჩვენ მზად ვართ ინვესტირება მოვახდინოთ თქვენს წარმატებაში! 

 

სტაჟიორებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ მარკეტინგის, გაყიდვების პროცესების მართვისა ან შესყიდვებისა და ანალიტიკის გუნდების საქმიანობის სრულ პროცესში.

I. მარკეტინგის გუნდი (2 პოზიცია)

1.  ციფრული პროექტების ადმინისტრირება - გუნდის მიზანია მოახდინოს ონლაინ-გაყიდვების პლატფორმების ადმინისტრირება, გაყიდვების ციკლის კონტროლი, ონლაინ-გაყიდვების კატალოგების მართვა, განვითარება და კონტენტის შემუშავება.

2. ბრენდ მენეჯმენტის მიმართულება - კონკრეტული ბრენდის მიმართულებით სოციალური მედიის გვერდების მართვა, კონტენტ-სტრატეგიის შემუშავება, მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობა, საჭირო კვლევითი პროექტების სრული ციკლის მართვა.

 

II.  გაყიდვების პროცესების მართვის გუნდი - მხარს უჭერს მარაგების მართვის სისტემის სწორ ფუნქციონირებას და მუშაობს ბრენდის ჭრილში მაღაზიების სასაქონლო მარაგების ეფექტიან გადანაწილებაზე;  გაყიდვების ანალიზის დამუშავება, პარტნიორ კომპანიებთან და გუნდებთან კომუნიკაცია.

  • მარკეტინგისა და გაყიდვების პროცესების მართვის გუნდებში სტაჟირებისათვის საჭირო უნარები:
  • სრული ან არასრული უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის, ფინანსების ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • MS Office პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის) კარგად ცოდნა;
  • ქართული ენის - სრულყოფილად ცოდნა;
  • ინგლისური ენა -კარგად

 

III. შესყიდვების და ანალიტიკის მიმართულება - პასუხისმგებელია მონაცმეთა ბაზებიდან ინფორმაციის ამოღეზე, დამუშავებასა და ანალიზზე; გუნდს ევალება სხვადასხვა პერიოდულობით რეპორტების მომზადება კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე; შესყიდვებისა და ანალიტიკის გუნდი აქტიურად არის ჩართული ბიუჯეტისა და მარაგების მართვაში.

 

შესყიდვების და ანალიტიკის გუნდში სტაჟირებისათვის საჭირო უნარები:

  • უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ან მაგისტრის) შემდეგი მიმართულებებით - ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები, კომპიუტერული მეცნიერება, მათემატიკა ან სხვა მონათესავე სპეციალობა;
  • MS Excel ძალიან კარგად ცოდნა სავალდებულოა;
  • სასურველია BI (Business Intelligence) ანალიტიკურ პაკეტებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული ენა - სრულყოფილად;
  • ინგლისური - კარგად.

 

რას გთავაზობთ:

  • “აი სი არ ტრეიდის“ პროფესიონალთა გუნდთან ერთად  ბიზნეს პროექტებზე მუშაობის გამოცდილებას;
  • წარმატებული კარიერის შესაქმნელად აუცილებელი კომპეტენციების განვითარების შესაძლებლობას და პროფესიულ კავშირებს;
  • სამუშაო პროცესში სწავლებას. პერსონალური განვითარების გეგმის, უკუკავშირისა და პროფესიონალ მენტორებთან მუშაობის საშუალებით, თქვენი პროფესიული განვითარების სწრაფ პროცესს;
  • 1 წლიან ანაზღაუარებად სტაჟირებას;
  • სრულ სამუშაო გრაფიკს (40 სთ/კვირაში), სალექციო საათების გათვალისწინებით;
  • 1000 GEL Gross თვიურ ანაზღაურებას.

 

წარმატებული სტაჟიორები მიიღებენ შეთავაზებას დასაქმების შესახებ.

 

უპირატესობა მიენიჭებათ სასურველი სასწავლო მიმართულების III, IV, ახალკურსდამთავრებულებსა და მაგისტრატურის სტუდენტებს.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მონიშნოთ თქვენთვის სასურველი სტაჟირების პროგრამიდან ერთ-ერთი, ან რამდენიმე და უპასუხე შენს შესახებ რამდენიმე კითხვას.

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა - 15 თებერვალი, 2025.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ: თქვენს მიერ გაგზავნილი განაცხადი, შესაძლოა შეიცავდეს საქართველოს კანონის- "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად, პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ,,აი სი არ“-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დაარქივებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. მიღებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება ორი წლის ვადით.

 

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული