Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ძირითადი მოვალეობებია:

  • ონლაინ გაკვეთილების ჩატარება მოსწავლეებთან 17 წელს ზემოთ (1 გაკვეთილი 1 სთ 30 წთ)
  • გუნდის წევრებთან დროული კომუნიკაცია (მაგ: მოსწავლის გაცდენის თარიღების ადმინისტრატორისთვის მიწოდება) და იშვიათად რეპორტების წერა.
  • პერიოდულად გუნდთან ერთად ონლაინ და ცოცხალ შეკრებებზე დასწრება.
  • პერიოდულად YouTube-ის ან/და მოკლე ვიდეო გადაღებებში მონაწილეობა - დაახლოებით 2 თვეში ერთხელ

 

ჩვენთვის მრავალწლიანი გამოცდილება, რეზიუმეები, ხარისხი, დიპლომები, სერთიფიკატები და ა.შ. გადამწყვეტი არ არის.

 

თქვენგან ვითხოვთ, რომ:

  • იყოთ მინიმუმ 22 წლის.
  • იყოთ ჩვენს გუნდში მინიმუმ 6 თვით (დაინტერესებულები ვართ მხოლოდ გრძელვადიანი თანამშრომლობით)
  • ინგლისურს ფლობდეთ C1 დონეზე და ქართული იყოს მშობლიური ენა
  • ფლობდეთ ახსნისა და გადმოცემის უნარს
  • იყოთ ენერგიული, ორგანიზებული, კომუნიკაბელური და პასუხისმგებლიანი ჩვენი გუნდის მიმართ (რაც ჩვენი გუნდის წევრისთვის აუცილებელია)
  • გიყვარდეთ ინგლისურის სწავლება და პროფესიულად საკუთარ მომავალს ამ საქმიანობას უკავშირებდეთ (უპირატესობას მივანიჭებთ ამ პროფესიის კანდიდატებს)
  • გქონდეთ ონლაინ სწავლების გამოცდილება და იყოთ ტექნიკასთან მეგობრული
  • გიყვარდეთ კამერის ობიექტივში გამოჩენა(თუ გამოცდილება არ გაქვთ, ამაშიც ჩვენ დაგეხმარებით - მთავარია მონდომება)
  • ჩვენთან მუშაობის პერიოდში უცხო ენების სასწავლებლებიდან იმუშაოთ მხოლოდ ჩვენს სკოლაში

 

ჩვენი გუნდი გთავაზობთ:

  • ამ პროფესიაში განვითარების დიიიდ პერსპექტივას
  • გამზადებულ სასწავლო ელექტრონულ მასალებს
  • საბონუსე სისტემას
  • ჯანმრთელობის დაზღვევის ძალიან ხელსაყრელ კორპორაციულ პაკეტს
  • ცოცხალ შეკრებებზე გასართობ აქტივობებს (ჩვენი გართობები: იხილეთ აქ)
  • საინტერესო სიახლეებს
  • ძაააალზე მხარდამჭერ და მეგობრულ გარემოს (ამას უბრალოდ არა, მართლა გპირდებით)
  • წამახალისებელ საჩუქრებს, რომლებსაც ჩვენი გუნდის ერთგულ წევრებს ტრადიციულად ვჩუქნით

 

სამუშაოს ტიპი - ჰიბრიდული (გაკვეთილების ჩატარება ონლაინ), ცოცხალი შეკრებები (გადაღებები და გასართობი შეხვედრები)
 

ვაკანსიის საწყისი ეტაპი გულისხმობს სტაჟირებას, გამოსაცდელ პერიოდს ჯუნიორ მასწავლებლებისთვის, მათთვის ვისაც გამოცდილება აკლიათ და ეს პერიოდი მოიცავს 4-6 თვეს. ლიმიტის წარმატებულად დაფარვის შემდგომ ხდებით გუნდის სენიორ მასწავლებელი.
 

თუკი კანდიდატი ფლობს ინგლისურის სწავლების მინიმუმ 1 წლიან გამოცდილებას და შერჩევის სამივე ეტაპს უმაღლესი შედეგებით გაივლის, მისთვის გამოსაცდელი სტაჟირების ხანგრძლივობა იქნება მხოლოდ 1-2 თვე იმისათვის, რომ ისწავლოს და გაეცნოს ჩვენი გაკვეთილების მოდელებს.

სამუშაოს გრაფიკი: ჯუნიორ სტაჟიორი მასწავლებლისთვის ნახევარი განაკვეთი: კვირაში 23 საათი. აქედან მინიმუმ 18 საათი უნდა იყოს საღამოს საათები 19:00-22:30. დანარჩენს თავად გვითანხმებთ.

სენიორ მასწავლებლისთვის სრული განაკვეთი: კვირაში 40 საათი. აქედან მინიმუმ 22 საათი უნდა იყოს საღამოს საათები 19:00-22:30. დანარჩენს თავად გვითანხმებთ.
 

ანაზღაურება - გამომუშავებით.
 

ჯუნიორ მასწავლებლებისთვის ანაზღაურება შეადგენს თითო ინდივიდუალურ მოსწავლეზე თვეში 90 - 130 ლარს, თითო ჯგუფზე 120 - 260 ლარს. საშუალო ანაზღაურება თვეში დაახლოებით შეადგენს 800-900 ლარს.


სენიორ მასწავლებლებისთვის ანაზღაურება შეადგენს თითო ინდივიდუალურ მოსწავლეზე თვეში 160 - 200 ლარს, თითო ჯგუფზე 160 - 400 ლარს. საშუალო ანაზღაურება თვეში დაახლოებით შეადგენს 2000 ლარს.

 

თუ ხარ მოტივირებული მასწავლებელი და ამ ვაკანსიით დაინტერესებული, შემოგვიერთდი და გახდი ჩვენი გუნდისა და შენი მომავალი მოსწავლეების წარმატების ისტორიის განუყოფელი ნაწილი!

 

განაცხადის გაგზავნა