Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

“ევექსი” საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელიც აერთიანებს 15-მდე პოლიკლინიკას ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. კომპანიის უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.

 

„ევექსი“ ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია.

 

ვებგვერდი: https://evex.ge/ka/

Facebook: https://www.facebook.com/evexclinics/

 

შემოგვიერთდი, გახდი ჩვენი დიდი გუნდის წევრი!

 

„ევექსი“ აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის განყოფილების უფროსის პოზიციაზე

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, ს.ცინცაძის 24ა, სათაო ოფისი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 – 19:00

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ქსელის მასშტაბით, შემუშავებული და დანერგილი სერვისების/ პროტოკოლების/სტანდარტების ხარისხის მონიტორინგი, მუდმივი ანალიზი, ეფექტიანობის შეფასება და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ცვლილებების ინიცირება; პრევენციული ღონისძიებების გატარება;
  • კომპანიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ხარისხის შეფასება, მათ მიერ პროცედურებისა თუ გაიდლაინების შესრულების მუდმივი მონიტორინგი;
  • კომპანიის მასშტაბით, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან კომუნიკაცია, მათი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული სერვისების/ პოლიტიკების/სტანდარტების ხარისხის მონიტორინგის პროცესში აღმოჩენილი პრობლემების, დაგეგმილი ცვლილებებისა და მიღწევების შესახებ;
  • საჭიროების შემთხვევაში, ტრენინგ-ცენტრთან და მომსახურების დეპარტამენტთან კოორდინირებულად, მომსახურების ხარისხის სტანდარტზე დაფუძნებული ტრენინგ-მოდულების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • სამედიცინო მიმართულებით ჩატარებული ტრენინგების/სწავლების პროცესის შედეგების შეფასების პროცესის მართვა;
  • სამედიცინო ხარისხის კონტროლი (მათ შორის სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების ხარისხის მონიტორინგი), სამედიცინო სერვისების მიწოდებაში არსებული ხარვეზების გამომწვევი მიზეზების ანალიზი და შესაბამისი ცვლილებების ინიცირება, პრევენციული ღონისძიებების გატარება;
  • კომპანიაში დანერგილი მომსახურებისა თუ სამედიცინო პროტოკოლების მუდმივი ანალიზი, ეფექტურობის შეფასება და სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

 

ვაკანსიის მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სამედიცინო, ჯანდაცვის ადმინისტრირების, რისკების მენეჯმენტის ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • აუცილებელია მსგავსი მიმართულებით მუშაობის სულ მცირე 5 წლიანი  გამოცდილება, აქედან 2 წელი მენეჯერულ პოზიციაზე;
  • სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • სამედიცინო ტერმინოლოგიის ცოდნა;
  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
  • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
  • შედეგზე ორიენტაცია
  • ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;

 

ჩვენთან შენ მიიღებ:

  • ტრენინგი და განვითარება - “ევექსი”, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
  • ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:

50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე

50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა “ნიუ დენტში”

ფასდაკლებები “ჯიპისის” და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.

  • ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

 

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/xarisxis-martvis-ganyofilebis-ufrosi/729
 

„ევექსი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!