Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

Nexia Georgia საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის – Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში. Nexia-ს ქსელი, რომელიც ფოკუსირებულია სხვადასხვა ქვეყანაში მხარი დაუჭიროს ადგილობრივი
ბიზნესის ზრდასა და განვითარებას, წარმოდგენილია მსოფლიოს 122 ქვეყანაში 720-ზე მეტი ოფისით და წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოშიც 2014 წლიდან. Nexia Georgia აერთიანებს 300-მდე პროფესიონალს და 500-მდე კლიენტს, რომლებიც ყოველდღე ადგილზე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებს, ახალ ინსტრუმენტებს კლიენტი კომპანიების გამოწვევების გადასაჭრელად. Nexia Georgia-ს
ცოცხალი და დინამიური გუნდი ამას ახორციელებს წარმატების მიღწევის მუდმივი სურვილით, გამოცდილებით და ცოდნით.


Nexia Georgia აცხადებს სტაჟირებას კლიენტებთან ურთიერთობის დეპარტამენტში.


ძირითადი მოვალეობები:
• არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობა, Nexia Georgia-ს სერვისების გაცნობა და შეთავაზება;
• ბაზების მართვა და განახლება;
• მეილების მართვა;
• შეხვედრების ორგანიზება.


მოთხოვნები:
• კომუნიკაციის კარგი უნარი;
• საოფისე პროგრამების ცოდნა;
• სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
• გუნდური მუშაობის უნარი.


➢ სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათი, უნივერსიტეტთან შეთავსებით
➢ სამუშაო ადგილი: მ. ალექსიძის ქ. 12, King David.
➢ სტაჟირების პირობები: სტაჟირების ხანგრძლივობა 4 თვე, სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი, თუმცა მოქმედებს საბონუსე სისტემა.

სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში მოხდება სტაჟიორის დასაქმება.


დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge. წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "სტაჟიორი კლიენტებთან ურთიერთობის დეპარტამენტში".


გისურვებთ წარმატებებს!