Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ნუტრიმაქსი“ წარმოადგენს ცხოველთა და ფრინველთა საკვების მწარმოებელ
კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან წარმატებით საქმიანობს, როგორც საქართველოს,
ასევე ამიერკავკასიის, შუა აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.
ორგანიზაციის მისია - კომპანია ხელს უწყობს ცილის წარმოებას სურსათის გლობალური
დეფიციტის აღმოფხვრისთვის ინოვაციური ცოდნითა და ტექნოლოგიების გამოყენებით.
კომპანიის ვებ-გვერდი: http://nutrimax.ge/
Facebook-გვერდი: ნუტრიმაქსი.Nutrimax

კომპანია „ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორი ბუღალტერის პოზიციაზე.

პროგრამის ფარგლებში სტაჟიორებს შესაძლებლობა მიეცემათ კომპანიის მოქმედი
ბუღალტერების დახმარებით  თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მიიღონ შემდეგი
მიმართულებით:
 ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა წარმოების, შესყიდვების,
საგადასახადო და ადმინისტრაციული მიმართულებით;
 ბუღალტრული ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში;
პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი;
 ყოველთვიური ფინანსური უწყისებისთვის საჭირო ინფორმაციის დამუშავება.

სავალდებულო მოთხოვნები :
 უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან
მომიჯნავე მიმართულებით;
 ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე;
 კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Microsoft Office  

 

პიროვნული უნარები:
 დეტალებზე ორიენტირებულობა;
 გუნდურად მუშაობის უნარი;
 ანალიტიკური აზროვნება;
 დროის ეფექტურად განაწილების უნარი;

დამატებითი ბენეფიტები
 ტრანსპორტირება ისნის მეტროდან;
 კვება;

 სამუშაო ადგილი: ზემო ფონიჭალა, ლევან ღოღობერიძის 67 ბ
 სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით, (კვირაში მინიმუმ სამი სრული სამუშაო დღე)
 სახელფასო რეინჯი: 700-1000 ₾ (ხელზე ასაღები თანხა)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2024 წლის 17 ივნისის
ჩათვლით, მისამართზე: recruiting@nutrimax.ge და სათაურის ველში მიუთითოთ
ვაკანსიის დასახელება - „სტაჟიორი ბუღალტერი“

ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური
მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით,
კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.