პოზიციის დასახელება - მენეჯერი გორის იუსტიციის სახლში
კონკურსის ტიპი - ღია კონკურსი
ორგანიზაცია - სსიპ - იუსტიციის სახლი
კატეგორია - მართვა/მენეჯმენტი
განცხადების ბოლო ვადა - 03.04.2024
თანამდებობრივი სარგო: 3325 ლარი
ადგილების რაოდენობა - 1
სამსახურის ადგილმდებარეობა - გორი
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა - 6 თვე
ფუნქციები
• სსიპ „იუსტიციის სახლის“ ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელობა, საქმიანობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, მოკლევადიანი/გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრა და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
• სსიპ „იუსტიციის სახლის“ ტერიტორიული ორგანოს საქმიანობისა და დატვირთულობის ანალიზი, საქმიანობის გაუმჯობესების გზების ძიება და ინიციატივების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
• თანამშრომლების მიერ დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესრულების, მომხმარებელთათვის მომსახურების მაღალი სტანდარტით მიწოდებისა და დისციპლინის მონიტორინგი;
• მომსახურების პროცესის შემაფერხებელი, ტექნიკური/ინფრასტრუქტურული/პროგრამული/პროცედურული ხარვეზების იდენტიფიცირება, უშუალო ხელმძღვანელისა და შესაბამისი დეპარტამენტ(ებ)ის დროული ინფორმირება;
• დაქვემდებარებული თანამშრომლების მოტივირებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება;
• თანამშრომლების კომპეტენციის მუდმივი მონიტორინგი, პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრა, კომპეტენციის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებების ინიცირება;
• ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლების მხრიდან, სსიპ „იუსტიციის სახლში“ მოქმედი მარეგულირებელი აქტების დარღვევების იდენტიფიცირება, უშუალო ხელმძღვანელის/შესაბამისი დეპარტამენტების ინფორმირება;
• დაქვემდებარებულ თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება და უფლებამოსილი პირებისათვის გაცნობა;
• ტერიტორიული ორგანოს ახალი თანამშრომლებისათვის სწავლების პროცესის ორგანიზება, მათთვის ყველა საჭირო წესისა და პროცედურის გაცნობა, მატერიალურ-ტექნიკური, პროგრამული და სხვა საჭიროებებით უზრუნველყოფა, ადაპტაციის პროცესის ხელშეწყობა;
• ტერიტორიული ორგანოს ეფექტური ფუნქციონირების მიზნით, დაქვემდებარებული თანამშრომლების შვებულების, შესვენებისა და სამუშაო განრიგების განსაზღვრა;
• უფლებამოსილების ფარგლებში ანგარიშებისა და სტატისტიკური მონაცემების მომზადება, უშუალო ხელმძღვანელისა და შესაბამისი დეპარტამენტებისათვის წარდგენა;
• ტერიტორიულ ორგანოში მოსული დელეგაციებისა და სტუმრების მიღება, მათთვის სსიპ „იუსტიციის სახლის“ კონცეფციისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
• საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლებთან კომუნიკაცია, დახმარების აღმოჩენა;
• სსიპ „იუსტიციის სახლის“ მენეჯმენტის მხრიდან გაცემული სხვა დამატებითი დავალებების შესრულება.
მოთხოვნები
მინიმალური განათლება - ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება - 3 წელი
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული