ევექსის სათაო ოფისში (ვაჟა-ფშაველას 40) ცხადდება ვაკანსია ტრენერის პოზიციაზე, სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე
აპლიკანტის ძირითადი მოვალეობებია:
კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო/სატრენინგო მოდულების შექმნა და მუდმივ განახლებაზე ზრუნვა;
კომპანიის არსებული/ახალი თანამშრომლებისთვის პროფესიული კომპეტენციების განმავითარებელი ტრენინგების ჩატარება (პროდუქტი,პროცედურა, პროგრამული უზრუნველყოფა)
შესაბამისი სასწავლო/სატრენინგო მასალების მომზადება ან/და მომზადების პროცესის მხარდაჭერა;
სასწავლო/საინფორმაციო დოკუმენტების ბაზების შექმნა და მუდმივ გაუმჯობესებაზე/განახლებაზე/ხელმისაწვდომობაზე ზრუნვა (პროდუქტი, პროცედურა, პროგრამული უზრუნველყოფა);
თანამშრომლებისთვის პერიოდული ტესტირების ორგანიზება (ტესტური დავალებების შემუშავება და შედეგების შეფასება);
ონლაინ სასწავლო კურსების მომზადების პროცესში ჩართულობა - პროგრამის დიზაინსა თუ სხვა საორგანიზაციო აქტივობებში
თანამონაწილეობა;
მენტორინგის პროგრამის ადმინისტრირება და მართვა - მენტორებთან სასწავლი შეხვედრების უზრუნველყოფა, მათთვის სამუშაო დოკუმენტების შემუშავება/განახლება და შეფასების პროცესის მხარდაჭერა;
ტრენინგების შედეგების შეფასების უზრუნველყოფა, მიღებული უკავშირის ანალიზი, შესაბამისი ანგარიშების მომზადება და ცვლილებების ინიცირება;
ტრენინგებთან დაკავშირებული საორგანიზაციო საქმიანობის განხორციელება;
შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება
აუცილებელია მსგავს პოზიციაზე (პროფესიული კომპეტენციების განვითარების მიმართულებით) მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება;
სასურველია სასერთიფიკატო განათლება ადამიანური რესურსების მართვის კუთხით;
საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
შედეგზე ორიენტაცია;
ორგანიზებულობა;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი;
გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 11 თებერვალი, 2024 წელი.
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/treneri/677
ევექსი მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!