“ეფეს საქართველო” (ლუდსახარში “ნატახტარი") Anadolu Efes-ის შვილობილი კომპანიაა. Anadolu Efes მე-5 ადგილზეა მსოფლიოს უმსხვილეს ლუდის მწარმოებელ კომპანიათა შორის.
“ეფეს საქართველო“ უკვე 15 წელია ოპერირებს საქართველოს ლუდის ბაზარზე, როგორც ბაზრის ლიდერი. “ეფეს საქართველო” (ლუდსახარში “ნატახტარი") აცხადებს ანაზღაურებად 6-თვიან სტაჟირებას შემდეგ პოზიციაზე:
პოზიცია: სტაჟიორი ციფრული კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო საათები: 09:00 – 18:00
სტაჟიორს ასევე ვთავაზობთ ბენეფიტების პაკეტს:
• ჯანმრთელობის დაზღვევა (დაფარვა 100%-ით)
• სასაჩუქრე პროდუქცია ყოველი თვის ბოლოს
ძირითადი მოვალეობები:
• კომპანიის PR და კორპორაციული პასუხისმგებლობის აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
• დაინტერესებული მხარეებისა და კომპანიის მიზნებისათვის სასარგებლო ინფორმაციის მოძიება (კომპანიის ფარგლებში) და შემდგომი დისტრიბუცია;
• მედიაგაშუქების ხელშეწყობა (პრესრელიზების მომზადების ხელშეწყობა, სიუჟეტების მომზადების დაგეგმვაში მონაწილეობა);
• სოც მედია გვერდების მართვის ხელშეწყობა;
• შიდა კომუნიკაციის მართვის ხელშეწყობა;
• სხვადასხვა რეპორტების მომზადება (მაგ.: მედია დაიჯესტი, PR რეპორტი ლუდსა და არაალკოჰოლურ სასმელებზე, რეპორტი ბრენდების აქტიობებზე სოც. მედიაში);
• სხვადასხვა პრეზენტაციების მომზადება;
• სხვადასხვა კონკურსზე სარეგისტრაციო პროცესის წარმართვის ხელშეწყობა;
• PR და ციფრული განყოფილების სათანადო ფუნქციონირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებისა და ფინანსური ადმინისტრირების ხელშეწყობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• მარკეტინგის და მომიჯნავე ფაკულტეტების დამამთავრებელი კურსის სტუდენტის სტატუსი (ბაკალავრის საფეხური);
• ინგლისური ენის ცოდნა (B1 საფეხური);
• პრობლემის გადაჭრის უნარი;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
• ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარიქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
• MS Office-ის (Word, Excel, Power Point) ცოდნა.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: career@ge.anadoluefes.com
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 22 იანვარი.