ტურისტული კომპანია ჯორჯიან ჰოლიდეის აცხადებს ვაკანსიას გერმანულ-ინგლისურ ენოვანი ტურ-ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, ორშაბათი-პარასკევი, რვა სამუშაო საათი 09:00-18:00-მდე - 1 საათიანი შესვენება, 40 საათი.
გამოსაცდელი პერიოდი 2 თვე
ძირითადი მოვალეობები
- ტურ-ოპერატორი ზრუნავს კომპანიის გაყიდვების გაზრდაზე, ახალი პარტნიორების მოძიებაზე და მათთან წარმატებული, საქმიანი ურთიერთობების დამყარებაზე.
- წარმართავს მიმოწერას უცხოელ პარტნიორებთან.
- წერს, ითვლის და ანახლებს ტურისტუ პაკეტებს.
- აკონტროლებს მის მიერ გაყიდული ტურების შესრულებას
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია გერმანული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა
- საოფისე პროგრამების ფლობა
- ტურისტულ სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- ტურისტული მიმართულებით განათლების ქონა ჩაითვლება უპირატესობად
უნარები
- წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
- დეტალების მიმართ ყურადღება
- გუნდური მუშაობის უნარი
- სწრაფი მუშაობის უნარი
თუ შეიძლება გამოაგზავნეთ თქვენი CV mari@georgianholidays.com ზე და წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს საიტს https://www.georgianholidays.com/en
გისურვებთ წარმატებებს!