გაცნობებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტში გამოცხადდა კონკურსი ეკონომიკური პოლიტიკის და რეგულირების გავლენის შეფასების სამმართველოს მეოთხე რანგის მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.
კანდიდატს მოეთხოვება:
ა) სრული ზოგადი განათლება.
ბ) ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
გ) სასურველია ეკონომიკის საფუძვლების ცოდნა
კონკურსში მონაწილეობისთვის სავალდებულო პირობაა საკონკურსო განაცხადი 2023 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით აიტვირთოს სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული დასაქმების ვებგვერდის - Hh.gov.ge ბმულზე: https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/82186?active=1
კონკურსთან დაკავშირებული სხვა დამატებითი პირობების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ასევე მითითებულ ბმულზე.
!!! საკონკურსო კომისია განიხილავს მხოლოდ hr.gov.ge - ზე წარდგენილ განაცხადებს.
გთხოვთ ინფორმაცია მიაწოდოთ ეკონომიკის, ბიზნესის და საჯარო მმართველობის მიმართულების სტუდენტებს.