VACANCIES:
ანაზღაურებადი სტაჟირება HR მიმართულებით
Category:
Vacancy/Internship
Period of receipt of tender documents:
21/09/2023 - 16/10/2023
საერთაშორისო კომპანია Şişecam აცხადებს გლობალური სტაჟირების პროგრამას ერთად" და HR მიმართულებით დაინტერესებულებს გიწვევთ მონაწილეობისთვის. პროექტში მიიღებ შემდეგი სახის უნიკალურ გამოცდილებას :
- განავითარებ უნარებს გლობალური კარიერული გზის მოსამზადებლად ინდუსტრიულ კომპანიაში;
- გააუმჯობესებ ძლიერ მხარეებს და ამავდროულად განავითარებ ისეთ მნიშვნელოვან უნარებს, როგორიცაა გუნდურობა, კომუნიკაცია, პრობლემის გადაჭრა და ა.შ.;
- იმუშავებთ რეალურ პოზიციაზე რეალური პასუხისმგებლობებით.
პროგრამის ბენეფიციარები არიან:
ბაკალავრიატის მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტები;
- მაგისტრატურის სტუდენტები;
- ახალი კურსდამთავრებულები.
- კვალიფიკაცია და პიროვნული უნარები :
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
- MS Office პროგრამების ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- სიახლებიისადმი ღიაობა და მიმღებლობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- გამოწვევებისათვის მზადყოფნა.
სტაჟირების პროგრამის პირობები:
- სტაჟირების პერიოდი 7-12 თვე;
- კვირაში სამი სამუშაო დღე (შეთანხმებისამებრ);
- სამუშაო დრო: 08:00-17:00 სთ;
- სამუშაო მისამართი: სოფელი ქსანი (35 კმ თბილისიდან);
- ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია;
- სრულფასოვანი კვება უზრუნველყოფილია;
- სტაჟირება ანაზღაურებადია.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მითითებულ მისამართზე: tbuachidze@sisecam.com