IT მომსახურებისა და ციფრული ტრანსფორმაციის საკონსულტაციო კომპანია SKYHI
Onsite - IT ტექნიკოსს ეძებს !
თუ შენც ჩვენსავით გჯერა, რომ ადამიანის სამსახურში ჩამდგარი ტექნოლოგია განუსაზღვრელ შესაძლებლობებს იძლევა და ეძებ ახალ, პრაქტიკულ გზას შენი IT კარიერის განსავითარებლად
ჩვენთან გელოდებით !
Onsite IT ტექნიკოსის პოზიციაზე შენი ფუნქცია-მოვალეობები იქნება:
პარტნიორი კომპანიის ტერიტორიაზე:
- თბილისის მასშტაბით, კომპანიის კუთვნილი ბრენდირებული ავტომობილით, მომხმარებლების IT ინფრასტრუქტურის უსაფრთხო ტრანსპორტირება და ადგილზე გამართვა;
- პრინტერების,სკანერებისა და სხვა პერიფერიული მოწყობილობების გამართვა;
- ქსელის კაბელების გაყვანა,ტესტირება;
- მომხმარებლის ტერიტორიაზე,დაფიქსირებული,პრობლემის იდენტიფიცირება,კომპეტენციის ფარგლებში დახმარების გაწევა ან შესაბამის ჯგუფთან გადამისამართება;
- წამყვანი ბრენდების ოფიციალურ სერვისცენტრებსა და ტექნიკის მომწოდებელ კომპანიებისთან კომუნიკაცია,შეძენილი/შეკეთებული ტექნიკის მომხმარებლისთვის მიწოდება და გამართვა;
- IT მხარდაჭერის, დისტანციური გუნდის წევრებთან აქტიური თანამშრომლობა და საჭიროების შემთხვევაში,პარტნიორ კომპანიაში, მათთან ერთად, მომხმარებლისთვის ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა;
- პარტნიორ კომპანიებში პერიოდული, გეგმიური მონიტორინგის განხორციელება;
თუ გაქვს
მართვის მოწმობა- B კატეგორია
ხარ მინიმუმ 21 წლის
და იცი შემდეგი მიმართულებები:
Printers and scanners
Operating systems (Windows, MacOS)
Wi-Fi
Computer Hardware
გაქვს სურვილი რომ:
უახლოეს ერთ წელიწადში აიღო საერთაშორისო სერტიფიკატი -Microsoft, Google, CompTIA, Bitdefender, 3CX and etc;
ჩვენთან გელოდებით !
კომპანია უზრუნველყოფს
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კორპორატიულ ნომერს- ულიმიტო სასაუბრო დროითა და ინტერნეტ პაკეტით;
სამუშაო გრაფიკი
კვირაში 5 დღე, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ანაზღაურება
800 ლარი (ხელზე ასაღები)
P.S. ყველა საერთაშორისო გამოცდას და ტრენინგს ვაფინანსებთ ჩვენ.