“ეფეს საქართველო” (ლუდსახარში “ნატახტარი") Anadolu Efes-ის შვილობილი კომპანიაა.
Anadolu Efes მე-5 ადგილზეა მსოფლიოს უმსხვილეს ლუდის მწარმოებელ კომპანიათა შორის.
“ეფეს საქართველო“ უკვე 15 წელია ოპერირებს საქართველოს ლუდის ბაზარზე, როგორც ბაზრის
ლიდერი.
“ეფეს საქართველო” (ლუდსახარში “ნატახტარი") აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:
პოზიცია: სტაჟიორი ფინანსურ დეპარტამენტში
სტაჟირება არის ანაზღაურებადი და განკუთვნილია მხოლოდ სტუდენტებისთვის (სასურველია
დამამთავრებელი კურსის სტუდენტები).
სამუშაო ადგილი: თბილისი და სოფ. ნატახტარი (ნატახტარში ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია).
სამუშაო საათები: 09:00 – 18:00
ძირითადი მოვალეობები:
• ხელმძღვანელის მიერ დავალებული სხვადასხვა რეპორტების მომზადება;
• კრედიტორებისა და დებიტორების შეთანხმების პროცედურებში ჩართულობა;
• ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური სისტემების დახურვის პროცესში
მონაწილეობა.
• სამუშაო კაპიტალის შესახებ რეპორტების მომზადება (მარაგები, მოთხოვნები, ვალდებულებები )
• საბუღალტრო სისტემაში საბუღალტრო ჩანაწერების სიზუსტისა და სისრულის კონტროლი;
• ინფორმაციის წარდგენა შიდა და გარე აუდიტებისთვის.
• ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი
ფუნქციის შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება (დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ფინანსების მიმართულებით);
• ინგლისური ენის ცოდნა (B2 საფეხური);
• MS Excel-ის ცოდნა (საშუალო დონეზე);
• სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო;
• პრობლემის გადაჭრის უნარი;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
• ორგანიზებულობა, გუნდური და დამოუკედებლად მუშაობის უნარი;
აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის
შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-
ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების
დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად,
შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
“ეფეს საქართველოს“ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ:
** თქვენი პერსონალური მონაცემები „ეფეს საქართველოს“ მხრიდან დამუშავდება სტაჟირების ხელშეკრულების დადების
მიზნით;
** „ეფეს საქართველო“ თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან
მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურ მონაცემებს, შეინახავს და დაამუშავებს შემდგომში შეთავაზების
გაკეთების მიზნით.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ
რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: career@ge.anadoluefes.com
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 10 სექტემბერი